კვიპროსში "სერიული მკვლელის" სხვა მსხვერპლებსაც მიაგნეს. მანამდე პოლიციამ ორი ცხედარი შახტში იპოვა.
ბრალდებულის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამართალდამცველები სხვა მსხვერპლებსაც ეძებდნენ. ასევე ცდილობენ, იპოვონ ერთ-ერთი მსხვერპლი ქალის 6 წლის შვილი.
კვიპროსში 7 ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მთავარმა ეჭვმიტანილმა, 35 წლის სამხედრომ ბრალი აღიარა. ადგილობრივი მედია მას "კუნძულის პირველ სერიულ მკვლელს უწოდებს". ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ცნობილია, რომ მოკლულებიდან სამი ქალი წარმოშობით ფილიპინელია.