Info9
საქართველოს მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც 6 ივლისაა ჩაწერილი.
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დათა ახალაიას და  გიორგი დგებუაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა
20:24 / 18.10.2018
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს.
იხილეთ მეტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი  დააკავა
15:31 / 20.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
იხილეთ მეტი
მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს
10:09 / 15.11.2018
ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ცხედრის ამოყვანამდე საჭიროა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, ასევე სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ჩავარდა.
იხილეთ მეტი
ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია, არიან დაშავებულები
12:54 / 15.11.2018
ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.
იხილეთ მეტი
გუგა ქაშიბაძე: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა: მათი მდგომარეობა მძიმეა
12:56 / 15.11.2018
ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
იხილეთ მეტი
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ, სადარბაზოდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
12:59 / 15.11.2018
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ორ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში დედა-შვილია მოყოლილი.
ამასთან, ადგილზე მიემართება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი.
იხილეთ მეტი
მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს სხდომა გადაიდო
14:03 / 15.11.2018
მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს დღევანდელი სხდომა გადაიდო. როგორც საქმის მოსამართლემ ლელა ნოზაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, 15 ნოემბერს სასამართლოში შევიდა ბრალდებულ მირზა სუბელიანის წერილი, სადაც ის სასამართლოს მიმართავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს.
იხილეთ მეტი
ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე, დედა-შვილის მოსაძებნად სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს
14:09 / 15.11.2018
ზემო ფონიჭალაში მდებარე იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც შესაძლოა, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან.
იხილეთ მეტი
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12