„ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ე.წ. თვითმკვლელი დრონების გაშვება დაიწყო – ისრაელის მედია
21:41 / 13.05.2021
ისრაელის მედიის ცნობით, „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ე.წ. თვითმკვლელ დრონების გაშვება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს ქვეყნის მასშტაბით 15 299 მოსწავლე დარეგისტრირდა
19:26 / 13.05.2021
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველი დღე ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის გარეშე წარიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე
19:24 / 13.05.2021
მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული.
არჩილ თალაკვაძე „სინოფარმით“ აიცრა
19:08 / 13.05.2021
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე „სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.
პალესტინელების ინფორმაციით, ებრაელებმა მათი სახლები „ნაცისტურ სტილში“ მონიშნეს - Aljazeera
19:06 / 13.05.2021
ისრაელში მცხოვრები პალესტინელების ინფორმაციით, მათ ებრაული მაფია „ნაცისტურ სტილში“ თავს დაესხა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
„ჰამასმა“ ისრაელზე დრონებით იერიში მიიტანა (ვიდეო)
18:10 / 13.05.2021
პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.
სადაც რუსეთი - იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა - ომი და სიკვდილი - ბიბილოვი
13:50 / 13.05.2021
ოკუპირებული ცხინავლის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის აზრით, სადაც რუსეთია იქ განვითარებაა, ხოლო სადაც ამერიკა - ომი და სიკვდილი. ე.წ. პრეზიდენტმა ოფიციალურ კიევს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამირან გამყრელიძე: თუ რაღაც პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს „სინოფარმის“ მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ მეორე დოზა შესაბამისად მიიღონ
13:34 / 13.05.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრილია 17 492 ადამიანი, ხოლო ჯავშანი გაკეთებული აქვს 26 577 ადამიანს.
საბაგიროები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება
13:29 / 13.05.2021
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძე: ჩინურ ვაქცინა „სინოვაკს“ სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს და ჯანმოს ექსპერტთა პირველადი შეფასებაც საკმაოდ კარგია
13:27 / 13.05.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინურ ვაქცინა „სინოვაკს“ სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს.
გიორგი ღიბრაძე: როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, რეგულაციები შემსუბუქდება
13:01 / 13.05.2021
დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებით იყო შემოღებული. ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების ნებართვისთვის აუქციონი გამოცხადდება
12:53 / 13.05.2021
მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამების განთავსების ნებართვის მისაღებად აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
TOI: ისრაელის არმია ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის გეგმას გენერალურ შტაბს დასამტკიცებლად წარუდგენს
12:38 / 13.05.2021
ისრაელის არმიის მეთაურები ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის გეგმას გენერალურ შტაბს დასამტკიცებლად წარუდგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ლელო“ სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის
11:25 / 13.05.2021
საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
6 წლის იდო ავიგაილი ქალაქ სდეროთში "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა
11:23 / 13.05.2021
6 წლის იდო ავიგაილი ქალაქ სდეროთში "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა
11:01 / 13.05.2021
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 982 ტესტი ჩატარდა
11:00 / 13.05.2021
შტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 Pჩღ ტესტით.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×