დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით გზებზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
10:50 / 16.01.2022
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით, გზებზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
კერძოდ, ქუთაისი - ბაღდათი - აბასთუმანი - ბენარას საავტომობილო გზის 1-50 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო 28-50კმ მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საქართველოში კოვიდინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10:43 / 16.01.2022
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
თუ ადამიანმა კორონავირუსის სხვა შტამები გადაიტანა, მას იმის გარანტია, რომ „ომიკრონი“ აღარ შეხვდება, არ აქვს - გაბუნია
22:55 / 15.01.2022
„შესაძლებელია, „ომიკრონი“ ვაქცინირებულებშიც გავრცელდეს, მაგრამ მთავარი განსხვავება არის ის, რომ თუ ადამიანი ვაქცინირებულია, დაავადების ხასიათი იქნება ძალიან მსუბუქი”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მარტივი არაა, აღმავალი ტალღა დაწყებულია“ - ამირან გამყრელიძე
20:51 / 15.01.2022
„განსაკუთრებით მაღალია „ომიკრონის“ გავრცელება თბილისში, 60%-ზე მეტს ვანგარიშობთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე
18:47 / 15.01.2022
ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ და „მედგიდის“ დამფუძნებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში, მასწავლებლების ვაქცინაციაზე ისაუბრეს. ექიმების თქმით, მასწავლებელთა დიდი ნაწილის ვაქცინაცია სავალდებულო იყო, რათა ბავშვები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ.
„თეორიულად შესაძლებელია, 2 შტამი ერთდროულად დაემართოს ადამიანს“ - ბიძინა კულუმბეგოვი
18:46 / 15.01.2022
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გრიპზე მეტი მსუბუქი „ომიკრონი“ არ გამხდარა და არ ვიცით რას დაატრიალებს ეს ვირუსი საბოლოოდ.
პეტრო პოროშენკო - ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები
17:22 / 15.01.2022
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში 17 იანვარს ბრუნდება, - ამის შესახებ პოროშენკომ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელსაც ოპოზიცია და მისი სატელიტი ტელევიზიები ნგრევად, ხოლო ქველმოქმედებას ანგარებად წარმოაჩენენ – POTSV
14:08 / 15.01.2022
დადიანების სასახლის ახალი სიცოცხლე, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, მარიონეტების, მოზარდ მაყურებელთა, გრიბოედოვის , მარჯანიშვილის და თავისუფალი თეატრები, ბათუმის, სენაკის და ოზურგეთის თეატრები, ეკლესია-მონასტრები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დენდროლოგიური პარკი და სხვა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მასშტაბური პროექტებისა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სფეროში განახორციელა და შემდეგ ხალხს გადასცა საჩუქრად – ნათქვამია POTSV-ს სიუჟეტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ საქველმოქმედო პროექტებს ეხება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი
13:00 / 15.01.2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით.
თეთრი სახლის პრესსპიკერი - რუსეთის მთავრობა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება - რუსეთი საფუძველს ამზადებს, რომ შეჭრის საბაბი შეთხზას
09:52 / 15.01.2022
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში შეჭრის ყალბი საბაბი შექმნას.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობა დროშის ფერებში განათდა
20:17 / 14.01.2022
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო და შენობა დროშის ფერებში განათდა.
ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება
20:02 / 14.01.2022
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.
ბიძინა კულუმბეგოვი - თუ ადამიანს გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტი, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი"
19:59 / 14.01.2022
თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა", „ბეტა" თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი" - დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე, - ეს განცხადება ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
ნინო ბერძული: „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტი საშუალოდ 3-5 ადამიანს აინფიცირებს
19:54 / 14.01.2022
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორის, ნინო ბერძულის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტი საშუალოდ 3-5 ადამიანს აინფიცირებს და ამიტომ არის აუცილებელი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, რაც ვირუსის გავრცელების წყაროა.
ზელენსკიმ პუტინსა და ბაიდენს სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა
19:53 / 14.01.2022
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
თამარ გაბუნია:  იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება - გამოსავალი არის მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია
18:08 / 14.01.2022
იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება - გამოსავალი არის მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ადვოკატი: სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, სამწუხაროა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან დღემდე „პინგ-პონგის“ თამაში მიმდინარეობს
17:37 / 14.01.2022
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილი - აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს
17:33 / 14.01.2022
აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! - არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. თუმცა, როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ მხარს თუ არა კალანდარიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე.
კოვიდინფიცირებულებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა
14:58 / 14.01.2022
კოვიდინფიცირებული პირებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელეს.
„ომიკრონის“ დროს ბავშვებში გამოხატულია, გულისრევა და მუცლის ტკივილი“ - დავით რეხვიაშვილი
13:46 / 14.01.2022
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ბავშვებში „ომიკრონის“ სიმპტომების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
სინოდის წევრი, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული დიდ ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა
13:02 / 14.01.2022
წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ზენომა, საქართველო დატოვა და დევნილად ჩაბარდა. უმაღლესი რანგის სასულიერო პირმა თავშესაფარი დიდი ბრიტანეთს სთხოვა.ინფორმაციას ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი ავრცელებს.
ავერსი სოციალურად დაუცველ პენსიონერს თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში მოემსახურება ყოველ დღე ფასდაკლებით და საჩუქრად გადასცემს 50 ლარიან სასაჩუქრე ბარათს
12:41 / 14.01.2022
თბილისის მერიის ახალი პროექტის ფარგლებში, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველ პირებს გადაეცემათ 500 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ ნებისმიერ ავერსის აფთიაქში ლიმიტის ამოწურვამდე. ვაუჩერით სარგებლობისთვის აუცილებელია ბენეფიციარს ჰქონდეს ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების ჩამონათვალი. ავერსი 500 ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში არსებულ მომხმარებლებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ფასდაკლების დღეების ფასებით.
საკრებულოს  შენობის  აივნებიდან  საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა
12:29 / 14.01.2022
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის აივნებიდან, საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს, რასაც სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება
12:16 / 14.01.2022
სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიზა კვლავ გაუუქმეს. მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა, რასაც, სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება და შესაბამისად, ის ჩემპიონატს ვეღარ დაესწრება.
„ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი
11:35 / 14.01.2022
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შესახებ წერს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი
10:58 / 14.01.2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 092 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 661 PCR ტესტით.
მარჯანიშვილის თეატრი: თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც ლევან წულაძე მონაწილეობას მიიღებს
10:00 / 14.01.2022
მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.
საქართველოში 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა
09:50 / 14.01.2022
საქართველოში 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×