თეთრი სახლი - პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და ჩვენი პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს
23:28 / 07.12.2021
თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და რუსეთის ვლადიმერ პუტინის ვიდეოფორმატში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი გამართა, რათა განეხილა აშშ-რუსეთის დღის წესრიგში არსებული რამდენიმე საკითხი.
საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა
22:49 / 07.12.2021
თბილისის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საკრებულომ თბილისის მთავრობის წევრობის 25 კანდიდატს დაუჭირა მხარი, მათ შორის - 10 გამგებელს, კახა კალაძის 4 მოადგილეს, მერიის ადმინისტრაციის უფროსსა და მერიის საქალაქო სამსახურების 10 უფროსს.
მიხეილ ჩხენკელი - თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში
20:06 / 07.12.2021
ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში , - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
კახა კალაძე: საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით გაჩვენებთ, რა იყო წამება
20:02 / 07.12.2021
საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით გაჩვენებთ, რა იყო წამება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
კახა კალაძე - გეფიცებით, ჩემი მერობის პერიოდში არასდროს მიღებულა გადაწყვეტილება, რომ ადამიანები დახმარების თვალსაზრისით პოლიტიკური ნიშნით გაგვეყო, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ბოროტება
19:00 / 07.12.2021
თუ აპირებთ დასრულდეს შერჩევითი დახმარებები?, - ამ კითხვით საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძეს მიმართა.
კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა - მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გავერთოთ
17:59 / 07.12.2021
ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა - მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გავერთოთ, - ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს.
კახა კალაძე:  თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ - ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას
17:52 / 07.12.2021
ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისათვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ - გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი - სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, იქამდე კრიზისი ვერ დასრულდება
16:44 / 07.12.2021
შემიძლია გავუმეორო ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი მარტივი რამის გამო - სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე, პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა
15:56 / 07.12.2021
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, გლდანის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია“
15:50 / 07.12.2021
სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება, რომელშიც ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ხელში აწეული, წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში იძულებით გადაჰყავთ, „ღირსების შემლახავია“.
როგორ ისჯება ბელარუსის ლიდერი პუტინის ლოიალობისათვის
15:10 / 07.12.2021
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების მეხუთე პაკეტი აამოქმედა სიაში 17 ფიზიკური და 11 იურიდიული პირი მოხვდა, ავიაკომპანია „ბელავიას“ ჩათვლით. ამ სანქციების შემოღებას დასავლეთის ის ქვეყნებიც დაეთანხმნენ, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ ბელარუსის სასაზღვრო ჯარების მეთაურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, ასევე ტურისტული და სასტუმრო სექტორის ხელმძღვანელები. ამას გარდა, მიგრანტების უკანონო ტრანსპორტირების გამო, შეზღუდვები დაუწესდა სირიულ ავიაკომპანია Cham Wings. სანქციები გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ბელარუსის მოქალაქეების და იურიდიული პირების აქტივების გაყინვასაც. ამას გარდა, სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა. სანქციების პაკეტი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში და მთლიანობაში სანქციების ქვეშ ბელარუსის 183 მოქალაქე და 26 ორგანიზაცია მოექცა.
„კორონავირუსი არ არის ის ინფექცია, რომელიც მყარ იმუნიტეტს იძლევა“ - მაია ბუწაშვილი
12:48 / 07.12.2021
„ახალ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა არ აქვს“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
9 დეკემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
12:32 / 07.12.2021
9 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.
„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
12:27 / 07.12.2021
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ორგანიზებითა და არემჯის მხარდაჭერით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.
"ნეთფლიქსმა" იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი "ლაზიერის გამბიტზე"
12:10 / 07.12.2021
გიგანტმა კინომწარმოებელმა "ნეთფლიქსმა" სერიალ „ლაზიერი გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცნობებია დამახინჯება ფაქტობრივად, აღიარა. ამის შესახებ აშშ-ს სასამართლოში სერიალის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა, ფრენკ სკოტმა ისაუბრა. მისი თქმით, ნონა გაფრინდაშვილის შესახებ რეალურ ცნობებს ფლობდა და იცოდა ისიც, რომ ლეგენდარულ მოაჭადრეკეს მამაკაცებთან ჰქონია შერკინება.
გიორგი ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძესთან დაპირისპირებას უარყოფს
11:39 / 07.12.2021
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 59 პაციენტი
10:56 / 07.12.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 328 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 011 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 317 PCR ტესტით.
საფრანგეთი ღამის კლუბებს ხურავს და სოციალური დისტანცირების წესებს ამკაცრებს
10:00 / 07.12.2021
საფრანგეთი, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, შობის წინ ღამის კლუბებს ხურავს და სოციალური დისტანცირების წესებს ამკაცრებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პროკურორი: არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანს, მეორემ იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს
21:32 / 06.12.2021
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო, მეორე არასრულწლოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს - ორივე არასრულწოვანი ბრალდებულის მიმართ არსებობს პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, - ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე  ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა
12:56 / 18.11.2021
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა
12:23 / 18.11.2021
პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა. ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ბრიფინგი გაიმართა და დანაშაულის ამსახველი კადრებიც გამოქვყნდა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×