მარინა კალიურანდი - დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა - არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა
28 წუთის წინ
ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ საკუთარი თავი მივუძღვენით 12 რეკომენდაციის შესრულებას და მათი უმეტესობა სრულად შესრულებულია, მიუხედავად ამისა, რომ სტატუსის არმინიჭებამ ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის
46 წუთის წინ
შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით, ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც არის აუცილებელი და არც სასარგებლო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
11:40 / 08.06.2023
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
11:35 / 08.06.2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშესთან.
მამუკა მდინარაძე - თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს
10:20 / 08.06.2023
თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.
ყოფილი ცოლის ავტომობილში თოკით გაგუდვის და ხევში გადაგდების საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
20:19 / 07.06.2023
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გია ცაგარეიშვილი: ქალბატონი პრეზიდენტი ხშირად სცდება ხოლმე თავის ფუნქციებს, უხეშად იჭრება კონსტიტუციური დაწესებულებების ფუნქციებსა და მოვალეობებში
20:16 / 07.06.2023
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ნათლად არის ჩამოყალიბებული საქართველოს კონსტიტუციაში. როცა ქალბატონი ზურაბიშვილი დათანხმდა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას იმისთვის, რომ მას კენჭი ეყარა პრეზიდენტობის კანდიდატად, იგი იაზრებდა თავის ფუნქციებს, იაზრებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და აქედან გამომდინარე იყო ეს შეთავაზება წარდგენილი მის მიმართ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი მსხილაძე: თუ რაიმე აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, ეს არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება
17:26 / 07.06.2023
გიორგი მსხილაძე ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას განიხილავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კითხვებს აჩენდა არა კანდიდატის კვალიფიკაცია, არამედ მისი მიუკერძოებლობა.
პაველ ჰერჩინსკი: ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს, დარჩენილი დრო გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის
17:15 / 07.06.2023
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
შალვა პაპუაშვილი - დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებაში, ნატო-სა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში
16:15 / 07.06.2023
დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატო-სა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
15:37 / 07.06.2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იაელ ბრაუნ-პივესთან.
შსს: შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო
15:11 / 07.06.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება განხორციელებული მომართვების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 15 პირი
10:53 / 07.06.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული.
გაეროს გენერალური მდივანი: კახოვკის კაშხლის განადგურება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია
20:49 / 06.06.2023
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კახოვკის კაშხლის განადგურება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია.
ირაკლი ქარსელაძე: განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში სრულად განახლდა 727 შენობა
20:26 / 06.06.2023
,,განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში 727 შენობის სრული განახლება მოხდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება
19:23 / 06.06.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად
გელათის მონასტერი დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო
18:00 / 06.06.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე: რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველაზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ
17:34 / 06.06.2023
შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
პრემიერი - 2012 წელს, ბიუჯეტი რომელიც გათვალისწინებული იყო ჩვენი ძვირფასი დევნილებისთვის, შეადგენდა 25 მლნ ლარს. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 233 მლნ ლარს, თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი
15:50 / 06.06.2023
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას
14:24 / 06.06.2023
მთავრობის მეთაურმა ქუთაისში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს შეეხებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა.
პრემიერი - ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ
14:22 / 06.06.2023
ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის ახლად რეაბილიტირებული, უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონი დაათვალიერა
11:59 / 06.06.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სტადიონი დაათვალიერა, რომელიც უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო გაწეული სამუშაოები.
„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი - სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა
11:24 / 06.06.2023
სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, მიმდინარეობს ევაკუაცია
10:32 / 06.06.2023
უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
×