17:02 / 17.05.2022
ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ხდება, რა მუხტის აგორებასაც ცდილობენ განწირული მცდელობაა, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვებზე. ვიღაცეები თვლიან, რომ ნორმალურია, რომ სააკაშვილს, რახან პოლიტიკოსია, აქვს უფლება, თავი დაიხსნას მართლმსაჯულებისგან, თუმცა, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლება დანარჩენ 9000 პატიმარს. იგივეა მედიასაშუალებებში მოღვაწეობა, თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ გაიხსენა განცხადებები რუსთავი 2-ის დავასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ომბუდსმენის განცხადება იმის შესახებ, რომ ამ საქმეს ევროსასამართლოში დიდი პერსპექტივები აქვს.