რამდენად საშიშია სუპერმარკეტებში სიარული და სახლში მიტანის სერვისი პანდემიის დროს
3 წუთის წინ
რამდენიმე კვირის წინ მაღაზიებში სიარული ჩვეულებრივი საქმე იყო. ზუსტად ასეთი სიტყვები – „ყველაზე საჭირო“, „რაც შეიძლება იშვიათად“ – ასეთი სიტყვები გამოიყენა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართვის დროს და მოსახლეობას მიტანის სერვისის გამოყენების რჩევით მიმართა.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთმა საზღვრები სრულად ჩაკეტა
13 წუთის წინ
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის განკარგულებით, 30 მარტიდან რუსეთში უკლებლივ ყველა სასაზღვრო პუნტქი ჩაიკეტება.
ამირან გამყრელიძე: იყო შემთხვევები, როცა ინფიცირებულები მალავდნენ კონტაქტებს, მაგრამ მაინც მივაგენით სხვადასხვა წყაროთი
24 წუთის წინ
გასული ვართ თითქმის ყველა ინფიცირებულის კონტაქტზე, სადაც არ დაგვიმალეს ეს კონტაქტები, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა სამწუხაროდ მალავდნენ კონტაქტებს, მაგრამ ჩვენ მაინც მივაგენით სხვადასხვა წყაროთი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
გიორგი გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დაუდგება
36 წუთის წინ
ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება,მე პირადად და მთავრობა დავუდგებით გვერდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ბათუმში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
40 წუთის წინ
ბათუმში ხანძარია. გორგილაძის ქუჩის დასაწყისში, ცირკის გვერდით ცეცხლი ორსართულიანი სახლის სხვენში გაჩნდა.
ამირან გამყრელიძე: დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო, ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი
44 წუთის წინ
ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხელოვნური ინტელექტი კორონავირუსის წინააღმდეგ - წამყვანი ამერიკული ინსტიტუციები დიდ ბრძოლას იწყებენ
53 წუთის წინ
მოწინავე კომპიუტერებმა უკვე დაამარცხეს ჭადრაკის დიდოსტატები და ისწავლეს ისიც, როგორ ამოიცნონ წარმოუდგენლად დიდ მონაცემებში სახეები და ხმები. ამჯერად, პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის დეველოპერი მილიარდერი უნივერსიტეტებთან და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს რათა გაარკვიოს, შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ამჟამინდელი და სამომავლო პანდემიების შეჩერება.
კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი: გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო
18:06 / 28.03.2020
კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილმა აცხადებს, რომ ჩვენ არ გვემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდა. ​"რადიო თავისუფლებთან " ინტერვიუში ქაშაკაშვილი ყვება, რომ მასაც და მის მეუღლესაც დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს.
საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთიდან ჩარტერული რეისით ჩამოიყვანენ
18:01 / 28.03.2020
უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანაგრძელდება.
ოფთალმოლოგებმა კორონავირუსის ახალ სიმპტომს მიაგნეს
17:55 / 28.03.2020
კონიუნქტივიტი შეიძლება კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია ავრცელებს.
რუსეთის მიერ იტალიისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად გამოგზავნილი დახმარება სრულიად გამოუსადეგარი და უსარგებლო აღმოჩნდა
17:47 / 28.03.2020
რუსეთის მიერ იტალიისთვის გამოგზავნილი დახმარება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოუსადეგარი აღმოჩნდა- ამის შესახებ რომაელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები აცხადებენ.
თვითიზოლაციის დადებით მხარეებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ასახელებს
17:45 / 28.03.2020
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მიიჩნევს, რომ ახლა ადამიანებს ოჯახის წევრების გაცნობის, მოვლენების სხვაგვარად აღქმისა და კონკრეტულ საკითხზე პასიხისმგბლობის აღებით გამოწვეული დადებითი ემოციების შეგრძნების საშუალება ეძლევათ.
თამარ გაბუნია: პირველადი ჯანდაცვის რგოლი სრულად მობილიზებულია, რათა ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს დახმარება
17:34 / 28.03.2020
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა ცე ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს შეხვდნენ.
რატომ გადააქვთ კორონავირუსი ბავშვებს მოზრდილებზე იოლად
17:19 / 28.03.2020
რას უკავშირდება ის ფაქტი, რომ მოზარდებში კორონავირუსის მიმდინარეობა ნაკლები აგრესიულობით არის გამოხატული და ინფიცირება მათ გაცილებით იოლად გადააქვთ - ამ საკითხებზე გადაცემაში „იმედის დილა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციით მიმართავს, 1-ელ მაისამდე გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება არ განახორციელონ
17:02 / 28.03.2020
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართავს რეკომენდაციით, არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის პირველ მაისამდე.
ამირან გამყრელიძე: თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ
16:52 / 28.03.2020
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელებიდან მეოთხე კვირას შემთხვევების ზრდის დინამიკა დაბალია.
მარნეულსა და ბოლნისს დრონებით აკონტროლებენ
16:50 / 28.03.2020
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა გამკაცრებული ზომებით აკონტროლებს.
პაატა იმნაძე: დიდი ხანია, ამ საქმეში ვარ, ასეთი კარგი კოორდინაცია არ მინახავს, ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს
16:43 / 28.03.2020
დიდი სიამოვნებით მივიღებ ყველას რჩევას, ნუ მეკეკლუციებიან ტელევიზიებით, ყველამ იცის ჩემი ნომერი, მომწერონ და ყველას რჩევას გავითვალისწინებ, თუ საქმიანი რჩევა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 832 ადამიანი დაიღუპა
16:38 / 28.03.2020
ბოლო 24 საათში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 832 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
პაატა იმნაძე: ჩემი დეპარტამენტის უფროსი, ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კითხვარს ავსებენ, რადგან მერე იტყვიან, საჯარო ინფორმაცია არ გაეცით დროზეო
16:34 / 28.03.2020
რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სულელურ ცხრილებს უხაზავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
პაატა იმნაძე: ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ, ბევრი რამე ვიცი, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილზე
16:28 / 28.03.2020
პაატა იმნაძე ოპონენტებზე – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მრევენ პოლიტიკაში, არ მინდა, თავი დამანებოს ყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ბირმინგემის აეროპორტში 12 000 ცხედარზე გათვლილი დროებითი მორგი მოაწყვეს
15:52 / 28.03.2020
ბირმინგემის აეროპორტში 12 000 ცხედარზე გათვლილი დროებითი მორგი მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
აშშ  საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს
15:47 / 28.03.2020
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს.
პრემიერი სწრაფ ტესტებზე ოპოზიციის შეთავაზებაზე - თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას მიეხმაროს, მივიდნენ იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად
15:44 / 28.03.2020
თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარონ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუხის მრავალპროფილურ კლინიკასთან, ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი გახარია: ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა
15:30 / 28.03.2020
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი ვიდეომიმართვას ავრცელებენ
01:14 / 24.03.2020
რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ჰოლივუდის მსახიობები ახალგაზრდებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება ვირუსის შეჩერება.
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
17:40 / 23.03.2020
მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი კარანტინის წესებს არღვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები თვითიზოლაციაში გართობის ორიგინალურ ხერხს მიმართავენ და ტუალეტის ქაღალდს კენწლიან
00:58 / 21.03.2020
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიმ კამპანიაში #დარჩისახლში, ყოფილი თანაგუნდელები, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი გამოიწვია, რაზეც მათ ოპერატიულად უპასუხეს.
ბერგამოდან სამხედროებს კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები კრემაციისთვის გაჰყავთ (ვიდეო)
00:25 / 20.03.2020
იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
×