კახა კალაძე: ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, მცდელობა ჰქონდათ, დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა არ გამოუვიდათ
00:59 / 06.06.2020
ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, რომელსაც მცდელობა ჰქონდა, დაეგეგმა პროვოკაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს
00:49 / 06.06.2020
ჩვენც დავაბრუნეთ (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს:
პაატა იმნაძე: COVID19 წყლით არ გადადის, ამიტომ ზღვასა და აუზში ცურვა სახიფათო არაა
23:54 / 05.06.2020
წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ანაცხადა.
ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
23:52 / 05.06.2020
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყელამაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაათვალიერა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა
23:44 / 05.06.2020
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკაში რეტესტის მეორე უარყოფითი პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს.
რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უფასო იქნება
23:28 / 05.06.2020
რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ავიფავირი“ სადაზღვეო პოლისის მქონე პაციენტებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს
23:07 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით სპეციალური ავტობუსები, ე.წ “შატლბასები” იმოძრავებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
ხათუნა ზახაშვილი: არც ერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზიანი შეიძლება მიაყენოს
22:21 / 05.06.2020
არც ერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზიანი შეიძლება მიაყენოს მაშინ, როდესაც მსოფლიოში კოვიდის პანდემიაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ამით ზახაშვილმა უპასუხა შეკითხვას: შესაძლოა თუ არა, რომ პირბადის ხანგრძლივი დროით ტარებამ დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას? ზახაშვილის განმარტებით, ეს მოსაზრება ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია.
პაატა იმნაძე: სახლში კონდენციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს,  საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდენციონერების გამოყენებაზე, რა რეკომენდაციასაც ვერ გავცემთ
22:07 / 05.06.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვიდრე არ იქნება მყარი მტკიცებულებები, რომ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონდენციონერის გამოყენება არ ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს, იქამდე მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაიცემა. ამასთანავე, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია იმ კონდენციონერებზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებ. პაატა იმნაძის თქმით, სახლებში კონდენციონერის გამოყენება არავის აუკრძალავს.
ხათუნა ზახაშვილი: მოდით, ტრანსპორტი დავუთმოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, მცირე მანძილზე გადაადგილებისთვის გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები
22:00 / 05.06.2020
თბილისის რეალობაში, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში შეუძლებელია მუდმივად იყოს ადამიანების გარკვეული რაოდენობის კონტროლი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ამით ზახაშვილმა უპასუხა შეკითხვას: რატომ არ გაიცა რეკომენდაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჯვარედინად, მეჩხერად განთავსების შესახებ.
პაატა იმნაძე: ყველას გვინდა, რომ ვაქცინა მალე იყოს, ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის
21:52 / 05.06.2020
მთავარია, რომ შექმნილი ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის და ქვეყნებისათვის. ყველა ქვეყანას ვაქცინაზე წვდომის შესაძლებლობა აქვს განსხვავებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
ნათია თურნავა: ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაახლოებით საქართველოსთან თანაბარი იქნება, შევძლებთ, სავალდებულო კარანტინის გარეშე ვიურთიერთოთ
21:45 / 05.06.2020
ტურისტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაახლოებით საქართველოს მსგავსი იქნება, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში რამდენჯერმე უმისამართო გასროლა განახორციელა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
20:49 / 05.06.2020
მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს. მათი ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული ა.ი. სსკ-ის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა იმნაძე: ექიმები საათობით დადიან ნიღბებით, ვიტყვით, რომ ეს მათი მოვალეობაა და იარონ ასე, დაიხრჩონ, ოღონდ სხვას დისკომფორტი არ შეექმნას  - უნდა შევწუხდეთ და ვიდრე ეს დაავადება იქნება, ჩვენც უნდა ვატაროთ ნიღბები
19:31 / 05.06.2020
ადამიანებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამშრიანი სამედიცინო ნიღბების ტარება,-ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ  კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ყოველდღიურად პირბადის რამდენიმე საათით ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ამირან გამყრელიძე: ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში, ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი და მეორე - „საბურთალოს კლასტერი“
19:26 / 05.06.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები ორ ადგილას მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანი სოფელი მუშევანია. ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი მონაცემების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ თეთრიწყაროში შემზუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო.
მადრიდსა და ბარსელონაში რესტორნები იხსნება
18:07 / 05.06.2020
ესპანეთის ორ უმსხვილეს ქალაქში - მადრიდსა და ბარსელონაში 8 ივნისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პრემიერი: ფარცხალაძე დაჯარიმებული იყო, იმიტომ, რომ მე, „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს, მსგავსი ქმედებები ჩემთვის უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია
17:42 / 05.06.2020
ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, მე, „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წევრი მედიაში გაწევრიანდა, რათა ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადასაადგილებლად საშვები მიეღო.
თიბისის Live-სესიაზე "იმპროვიზაცია აქ. ახლა" ბექა გოჩიაშვილი წარდგება
17:34 / 05.06.2020
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის — ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
გიორგი გახარია პოსტის შესაძლო დატოვებაზე ჟურნალისტებს - იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს კითხვა დასმული!
17:18 / 05.06.2020
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
პრემიერი - რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს, რომ როცა სახელმწიფო სამსახურში მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება
17:15 / 05.06.2020
რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციას ეხებოდა.
ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია, მამაკაცი, რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, დააკავეს
16:48 / 05.06.2020
ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, სამართალდამცავებმა დააკავეს.
გიორგი გახარია იმერეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს - არაფრის მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ
16:42 / 05.06.2020
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იმ ქვეყნებს ასახელებს, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს მიიღებს. როგორც პრემიერმა, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრაზე განაცხადა, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს შანსი აქვს, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.
პრემიერი: უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ
16:37 / 05.06.2020
უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.
ამ კადრებში ჩანს, როგორ დაესხა თავს აგრესიული ყვავი ადამიანებს თბილისში
13:00 / 03.06.2020
თბილისში, 5 ადამიანს ყვავი დაესხა თავს. შემთხვევა დღეს, კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
7 მაისს ჭალადიდი-ხორგა-ხობის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
06:23 / 07.05.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მაისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებას გეგმავს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ ცათამბჯენზე ხანძარია [ვიდეო]
02:28 / 06.05.2020
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მდებარე ცათამბრჯენზე ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის 40-სართულიან „აბკო თაუერზე“ ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო მანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობს.
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს ჩვენ არ გვეკადრება
12:40 / 22.04.2020
მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს. ეს ჩვენ არ გვეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდომარეობის გამოცხადებით, შესაძლებელი გახდა, პირველ ეტაპზე ვითარების მქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის უკიდურესი გართულებებისგან დაცვა.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
×