„ქართული ოცნება“: სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს
23:54 / 29.09.2020
სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ ნათქვამია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაში, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება.
თეა წულუკიანი: დღეს მან თქვა, რომ არ მოვალ, მადლობის მოსმენა არ მიყვარსო, მაგრამ მე ვამბობ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს
21:39 / 29.09.2020
"დღეს მან თქვა, რომ არ მოვალ, იმიტომ რომ მადლობის მოსმენა არ მიყვარსო ეს მართლაც, ასეა მაგრამ მე მაინც ვუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს. მადლობა იმისთვის, რომ მხარს მიჭერდა, ხშირად რჩევით, ხანდახან ძალიან მწვავე კრიტიკით, ხელს მიწყობდა, რომ არ დავცემულიყავი", – ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროს საქმიანობის რვაწლიანი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს
21:07 / 29.09.2020
თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის რვაწლიანი ანგარიში წარადგინა. გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო თანამდებობას ტოვებს.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა
19:17 / 29.09.2020
საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა
17:48 / 29.09.2020
საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარი გახდა
17:08 / 29.09.2020
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2878 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0325 შეადგინა.
სომხეთი მძღოლებს მოუწოდებს, რომ საქართველოს საზღვარი ნინოწმინდის რაიონში გადაკვეთონ
16:44 / 29.09.2020
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი უსაფრთხოების მიზნით ტრაილერების მძღოლებს მოუწოდებს, რომ საქართველოსთან საზღვარი „სადახლოს“ ნაცვლად ნინოწმინდის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთონ. ამის შესახებ რადიო „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ბაქო: თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში „S-300“-ს შეიყვანს, ის განადგურდება
15:51 / 29.09.2020
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში საზენიტო დანადგარს, „S-300“-ს შეიყვანს, ის განადგურდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაგიფ დარღალიმ განაცხადა.
იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და  გაიყვანოს საკუთარი ჯარი
14:11 / 29.09.2020
საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ შეგვიძლია ყველას ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად ვაკეთებთ და თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ და ასევე თქვენი წვლილით ნატოს მისიებში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილჰამ ალიევი: ვაჩვენებთ ფაშინიანს და სომხებს მათ ადგილს
13:58 / 29.09.2020
აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ფაშინიანს მიმართავს და ამბობს, რომ აუცილებლად აჩვენებენ მის ადგილს.
იენს სტოლტენბერგი: უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში
13:41 / 29.09.2020
საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებს, დემოკრატიული ინტიტუტების მშენებლობის გზაზე, დემოკრატიული ზედამხედველობის მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერების, ასევე დემოკრატიული კონტროლის განხორციელების კუთხითა და ბევრი სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი გახარია: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ეს იქნება ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადადგმული შემდეგი ნაბიჯი
13:38 / 29.09.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გასული წლების განმავლობაში ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამავე დროს აღნიშნა, რომ მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გაგრძელდეს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც.
გიორგი გახარია ნატოს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
13:18 / 29.09.2020
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.
საქართველოში კორონავირუსისგან 34-ე პაციენტი გარდაიცვალა
12:49 / 29.09.2020
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 34 -მდე გაიზარდა.
თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან
12:19 / 29.09.2020
კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის რეგიონს სატელიტით აკვირდება
11:24 / 29.09.2020
აზერბაიჯანული დაზვერვა მთიანი ყარაბაღის რეგიონს სატელიტებით აკვირდება. მათ შორის მიმდინარეობს ვარდენის-აგდერეს გზის გაკონტროლება. ამის შესახებ media.az-ს „აზერკოსმოსში“ აცნობეს.
კორონავირუსით გარდაცვლილ 55 წლის ქალს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა
11:14 / 29.09.2020
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი, 55 წლის ქალია.
კორონავირუსის 314 შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა
11:12 / 29.09.2020
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა.
ჯავახეთში ახალგაზრდებმა სომხეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს (ვიდეო)
11:01 / 29.09.2020
ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ყარაბაღში გასაგზავნად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საბურავები და საკვები შეაგროვეს.
საქართველოში კორონავირუსისგან 33-ე პაციენტი გარდაიცვალა
10:49 / 29.09.2020
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 33 -მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
10:43 / 29.09.2020
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5866-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსისგან 33-ე პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 33 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×