IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს
19:58 / 02.08.2021
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 45% კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველსავე ტურში მოიგებს
17:34 / 02.08.2021
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველსავე ტურში მოიგებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ჰყავდეს, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს იმ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, რაც წინა წლის განმავლობაში იყო.
პროკურატურამ ბერლინელი დიჯეის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
16:32 / 02.08.2021
საქართველოს პროკურატურამ, 30 ივლისს, ქ.ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ლ.ჭ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სოფიო გორგოძის განაცხადებით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა
16:25 / 02.08.2021
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განაცხადებით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა.
იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
15:24 / 02.08.2021
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მწერლების პროტესტის გამო, ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ გაიმართება
15:17 / 02.08.2021
არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება, - ამის შესახე განცხადებას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.
ვახტანგ გომელაური ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე - ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს, უფრო საქართველოს მოქალაქე - გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით
14:58 / 02.08.2021
უფრო ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს, უფრო საქართველოს მოქალაქე - გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე განაცხადა, რომელიც მოკლული მთაწმინდის პარკში იპოვეს.
ვახტანგ გომელაური - ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით
14:39 / 02.08.2021
ვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
14:10 / 02.08.2021
საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი აირჩია.პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა. პარლამენტმა ცესკო-ს პროფესიონალ წევრებად გია ცაცაშვილისა და (81 მომხრე) და მაია ზარიძის (81 მომხრე) კანდიდატურები დაამტკიცა.
თამარ გაბუნია - ვითარება საკმაოდ რთულია, გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე იყო - დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობა მიდის
14:00 / 02.08.2021
ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნათია თურნავა წამლების ფასებზე: აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო გაძვირებითაა გამოწვეული
13:49 / 02.08.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიკამენტების ფასების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საკითხი შეისწავლოს და მოსახლეობისთვის სასიკეთო ცვლილება დაიწყოს.
არჩილ თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე - ჩანაწერები არ არსებობს - „ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს“, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე
12:58 / 02.08.2021
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მთავარის არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მორიგი „ფეიკ ნიუსია“. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აქტიური კოვიდავადმყოფების რიცხვი პრაქტიკულად მაქსიმალურია, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია, სიტუაცია არის ძალიან სერიოზული - თენგიზ ცერცვაძე​
11:21 / 02.08.2021
მიმდინარე კვირის ეპიდ-მდგომარეობამ უნდა გადაწყვიტოს დაწესდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები - სწორედ ამ პერიოდს თვლიან ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველაზე კრიტიკულად. ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის კლინიკურ სექტორში კოვიდ პაციენტებისთვის მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე უკვე დაკავებულია. 1200-მდე პირია მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი
11:16 / 02.08.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 661 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 041 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 620 PCR ტესტით.
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას - დროულად ჩავიტაროთ აცრები
11:14 / 02.08.2021
კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი მთავარი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ვაქცინაცია, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში კოვიდვაქცინების 2 მილიონზე მეტი დოზაა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება
09:00 / 02.08.2021
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დღეიდან დაიწყება და 2021 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საკანონდებლო მაცნეზე 28 ივლისს გამოქვეყნდა.
ანრი ოხანაშვილი: სიმართლისთვის მებრძოლო, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებო, ბოდიში მოიხადეთ ბინძური ცილისწამებისთვის
08:49 / 02.08.2021
სიმართლისთვის მებრძოლო, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებო, გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული სიყალბე და ბოდიში მოიხადეთ ბინძური ცილისწამებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
კახა კალაძე ოლიმპიელებს აეროპორტში დახვდა
08:42 / 02.08.2021
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს, გულშემატკივრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
ვინ არის 27 წლის სპორტსმენი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე დაძაბული თამაშის დროს ქსოვდა
23:38 / 01.08.2021
ფოტო, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადიდან ვირუსულად სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ ადევნებს თვალს 27 წლის სპორტსმენი დაძაბულ ფინალს. ტომ დეილი ზის მშვიდად და ქსოვს.
თენგიზ ცერცვაძე: თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ეს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, დიდი დაბადების დღეები, კონფერენციები თუ აქციები
23:25 / 01.08.2021
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა განაპირობა როგორც "დელტას" შტამის ცირკულაციამ, ასევე ხალხმრავალმა შეკრებებმა და რეკომენდაციების არშესრულებამ.
ამიტომ, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველა აუცილებელი რეკომენდაცია დაიცვან და ატარონ პირბადე.
თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა  - ჯერჯერობით კლინიკური სექტორი უძლებს
23:20 / 01.08.2021
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სერიოზული და საყურადღებოა, თუმცა, შექმნილ ვითარებას, ჯანდაცვის სისტემა უძლებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
21:55 / 01.08.2021
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 21:09 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა.
კელი დეგნანი - მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე
15:33 / 01.08.2021
მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია
14:19 / 01.08.2021
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩილელ მოწინააღმდეგე დაამარცხა და ფინალში გავიდა.
2654 ინფიცირება, 2319 გამოჯანმრთელება, 33 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
10:50 / 01.08.2021
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2654 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი, ხოლო 2319 პირი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამეში საქართველოში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
10:49 / 01.08.2021
StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია (ვიდეო)
10:42 / 01.08.2021
ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყო და საქმეში იაკობ ქაჯაია ჩაერთო, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალშია.

130 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი მერვედფინალში ფინელ ელიას კუოსმანენს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, 3 წუთზე ნაკლებ დროში 9:0 დაჯაბნა, აშკარა უპირატესობით მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ქართველს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა, სადაც რუს სერგეი სემიონოვს შეხვდა. მთლიანობაში იაკობი უკეთესი იყო და 3:1 იმარჯვა. ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და იაკობი თავიდან აგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ სამი ქულა მიითვალა და ამრიგად, ნახევარფინალში გაღწევა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქაჯაიამ სემიონოვს რევანში აუღო, რადგან წინა ოლიმპიადაზე მასთან ჰქონდა წაგებული.ფინალის საგზურისთვის ქაჯაია ჩილელ მოჭიდავეს იასმანი ფერნანდეს აკოსტას დაუპირისპირდება. ჭიდაობაში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13:15 საათიდან დაიწყება, ხოლო იაკობის ჭიდაობა განრიგით მეოთხე იქნება.
ხვალ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პატიმრები ნებისმიერ დროს შეძლებენ ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვას
10:37 / 01.08.2021
ხვალ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
22:34 / 31.07.2021
მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს, ამ მაჩვენებლით, ის ჩუტყვავილას გაუტოლდა“ - ივანე ჩხაიძე
20:21 / 31.07.2021
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
20:14 / 31.07.2021
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მთელი დღის განმავლობაში მთაწმინდის ფერდზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. შსს-ში "ინტერპრესნიუსს" ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაციას უდასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
20:13 / 31.07.2021
თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტი, 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ანტონ პლესნოიმ ძალოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საქართველოს მეხუთე მედალი მოუტანა
18:46 / 31.07.2021
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
გიორგი გახარია: მეც „ოცნების“ ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია!
18:41 / 31.07.2021
მეც „ქართული ოცნების“ ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია! რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს – ივანე ჩხაიძე
16:39 / 31.07.2021
ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს", – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.
ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელმაც საქართველოში დეპორტაციის ჩასაშლელად პასპორტი შეჭამა, უკრაინიდან მაინც გააძევეს
15:53 / 31.07.2021
უკრაინიდან გააძევეს 66 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" ავთანდილ კობეშავიძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ავთო კოპალას" მეტსახელით იცნობენ.
"მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო" | თბილისში ტურისტს ეძებენ
14:23 / 31.07.2021
მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო, - ამის შესახებ თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები ყვებიან.
საქართველოში „ფაიზერის“ 160 ათასზე მეტი დამატებითი დოზა შემოვიდა
13:51 / 31.07.2021
„ფაიზერისა“ და მისი გერმანული პარტნიორი კომპანიის, „ბიონტექის“ მიერ შექმნილი კოვიდვაცინის – „ფაიზერის“ დამატებითი დოზები უკვე საქართველოშია. ქვეყანამ 160 ათასზე მეტი დოზა მიიღო.
თბილისში ავსტრალიელ ტურისტს 100-მდე მაშველი ეძებს | შსს-მ გამოძიება დაიწყო
13:36 / 31.07.2021
ავსტრალიელი შანაი ბრუკის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ეკატერინე ტიკარაძე: დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია
12:36 / 31.07.2021
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას გადის 1200-მდე პაციენტი, რაც საკმაოდ საყურადღებოა.
საქართველოში კორონავირუსის 3 196  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი
12:19 / 31.07.2021
შტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 Pჩღ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 198 მილიონს გადააჭარბა
10:12 / 31.07.2021
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 198 მილიონს გადააჭარბა.
  2022 წლიდან საქართველომ შესაძლებელია 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას - ივანე ჩხაიძე
23:20 / 30.07.2021
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები იმუნიზაციის პროცესში ჩართოს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს მკაფიო ნიშნები, რომ გიორგი გახარიას პარტია კიევიდან ფინანსდება
23:05 / 30.07.2021
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კიევიდან დაფინანსების მკაფიო ნიშნები იკვეთება. ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდება: ივანე ჩხაიძე
19:28 / 30.07.2021
იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. მისივე თქმით, მიუხედავად ამ მოსაზრებისა, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშიებით იმუნიზაციის საბჭოს ჯერ არ მიუღია.
ირაკლი კობახიძე - „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები
19:11 / 30.07.2021
თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
18:35 / 30.07.2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დეტალურად უპასუხა დასმულ კითხვებს. კომიტეტმა სემეკის 2020 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
„ქართული ოცნების“  მერობის კანდიდატი გორში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება
18:32 / 30.07.2021
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გორში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება.
„ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა
18:10 / 30.07.2021
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
17:17 / 30.07.2021
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
ბიძინა კულუმბეგოვი: ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც ვაქცინის ჩანაცვლებითი დოზირება სჭირდება, საქართველოში ძალიან ცოტაა, ასეთი სულ 2-3 ადამიანია
17:14 / 30.07.2021
ალერგოლოგ - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ვაქცინის ჩანაცვლება მეორე დოზაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირველ დოზაზე პაციენტს მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდება. როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, ასეთი ალერგიული რეაქცია საქართველოში მხოლოდ 2-3 ადამიანს აღენიშნა. რაც შეეხება თრომბოემბოლიურ გართულებას, მსგავსი შემთხვევა მისი ინფორმაციით ქვეყანაში არ ფიქსირდება, თუმცა, ვაქცინის ჩანაცვლება მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთ მოვლენას ადგილი ექნება.
თამარ გაბუნია: პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა დაბალანსდა - საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის
17:00 / 30.07.2021
პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა დაბალანსდა, ანუ პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ისრაელის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა
14:46 / 30.07.2021
ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი და მისი მეუღლე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრნენ.
„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება
14:20 / 30.07.2021
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.
ამირან გამყრელიძე: უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს
14:12 / 30.07.2021
უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი, არ მივიდეს თუ არ არის აცრილი და ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ
14:01 / 30.07.2021
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ.
საქართველოში ხვალ „ფაიზერის“ 168 ათასი დოზა შემოვა
13:51 / 30.07.2021
საქართველოში ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 ათასი დოზა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი კითხვაზე, როდის აპირებს პასუხისმგებლობის აღებას - დღეს!
13:16 / 30.07.2021
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის მოვლენების გამო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე მედიის შეკითხვას ერთგვარი ირონიით უპასუხა.
გურამ თუშიშვილმა რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ფინალშია
13:01 / 30.07.2021
ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
პრემიერი: ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით, მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას და შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-სyou
12:36 / 30.07.2021

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული. რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 25 ადამიანი გარდაიცვალა
12:20 / 30.07.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი - კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია
12:13 / 30.07.2021
კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ - ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევაშია აღნიშნული.
გიორგი გახარია 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლაზე - ეს შიშისგან მოდის - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული
10:54 / 30.07.2021
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ხელისუფლებამ ძალაუფლების დაკარგვის შიშის გამო გაწყვიტა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტებსაც წყვეტს.
ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
10:21 / 30.07.2021
ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.
საქართველოში 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
10:04 / 30.07.2021
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს - იან კელი
18:50 / 29.07.2021
"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება.
რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილ მოძრავ გამოფენას „ ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ –  25 ივლისს ქ. გორმა უმასპინძლა
13:34 / 26.07.2021
უპრეცედენტო კამპანია 4 ივლისს ქ. თბილისში, დედაენის ბაღში დაიწყო და მისი წარდგენა საქართველოს კიდევ 5 სხვა ქალაქში დაიგეგმა. ღონისძიება თბილისის, მარნეულისა და რუსთავის შემდეგ, გორში გაიმართა.
დღის სიახლეები
კალენდარი
×