ონალიან ვაჭრობა იკრძალება
5 წუთის წინ
საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოში ონლაინ გაყიდვებიც შეიზღუდა. გამონაკლისი მხოლოდ სურსათია.
პირბადეების, საიზოლაციო კომბინიზონების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება და იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა
8 წუთის წინ
სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის, მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დღგ-სგან გათავისუფლდა.
როდის დაიხევს უკან კორონავირუსი?
18 წუთის წინ
ახალი კორონავირუსის პანდემია აპრილის ბოლოდან უკან დაიხევს. ამის შესახებ ჩინელმა ეპიდემიოლოგმა ჩჟუნ ნანშანმა განაცხადა.
გლობალურმა კარანტინმა დედამიწის მოძრაობა ოდნავ შეცვალა
24 წუთის წინ
კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. ვირუსის შესაჩერებლად მიღებულმა ზომებმა შეიძლება, გავლენა პლანეტის მოძრაობაზეც იქონიოს — ცოტათი შეანელოს. დედამიწის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერთა ცნობით, შემცირდა სეისმური ხმაური — პლანეტის ქერქიდან მომდინარე ყრუ ვიბრაციები. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს სატრანსპორტო ქსელებისა და ადამიანთა სხვა საქმიანობების შეჩერება. მკვლევართა განცხადებით, ამ ფაქტის წყალობით, დეტექტორებს ახლა უკვე უმცირესი მიწისძვრების დაფიქსირებაც შეუძლიათ; გარდა ამისა, უკეთესად არის შესაძლებელი ვულკანური აქტივობისა და სხვა სეისმურ მოვლენათა მონიტორინგი.
ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
31 წუთის წინ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

როგორც ილია მეორე აღნიშნავს, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.
იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 727 ადამიანი გარდაიცვალა
37 წუთის წინ
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 727-ით გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს და ეს მაჩვენებელი 26 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალია. საერთო ჯამში კი დაღუპულთა რიცხვი 13 155-ს შეადგენს.
საქართველოს საგარეო უწყება - 12 აპრილს ფრენა შესრულდება ბერლინი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს დაგეგმილია ამსტერდამი-თბილისის ავიარეისი
41 წუთის წინ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“.
„როიტერი“: კორონავირუსის გამო, რუსეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს
47 წუთის წინ
კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. თუმცა, ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ კრემლში.
ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 563 ადამიანი გარდაიცვალა
21:17 / 01.04.2020
ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით 563 ადამიანი გარდაიცვალა.
ენერგოომბუდსმენი: აბონენტებს, რომელთაც კომუნალური გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა არ დაეკარგებათ, ბონუსის სახით გადავა და შემდეგ გამოიყენებენ
21:13 / 01.04.2020
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ კომუნალური გადასახადების დაფინანსების ინიციატივის შესახებ კომპანიები უკვე ინფორმირებული არიან და ამ მიმართულებით აბონენტებისთვის მომსახურების შეწყვეტას ან სხვა გაუგებრობას ადგილი არ ექნება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა
20:52 / 01.04.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 10 წლის ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იმყოფებოდა
20:28 / 01.04.2020
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 10 წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისივე თქმით, ის კარანტინში იმყოფებოდა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 10 წლის ბავშვია
19:55 / 01.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია.
ბულგარეთიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 92 მოქალაქე დაბრუნდა
18:10 / 01.04.2020
ბულგარეთიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 92 მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თბილისი ენერჯი“: მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ მ3-ს და უკვე დაფარეს გადასახადი, თანხა სააბონენტო ბარათებზე აესახებათ და მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად იქნება გამოყენებული
17:47 / 01.04.2020
მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად.
ფარმაცევტული გიგანტი და აშშ-ის მთავრობა კორონავირუსის ვაქცინისთვის მილიარდ დოლარს დებენ — ინტერვიუ Johnson & Johnson-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან
16:57 / 01.04.2020
ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის დაწყებულმა ნამდვილმა რბოლამ მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო — ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი, Johnson & Johnson-ი (J&J) იუწყება, რომ ის და აშშ-ის მთავრობა ვაქცინის შესაქმნელად ამ ოდენობის თანხის მობილიზებას ახდენენ, რათა საბოლოო ფაზამდე მიიყვანონ J&J-ის ქვედანაყოფის, Janssen-ის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინა.
გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა
16:54 / 01.04.2020
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციით დაგეგმავს, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული
16:40 / 01.04.2020
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით დაგეგმავს, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული.
ქართული მხარე მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის დანერგვაზე მუშაობას, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულთან სიახლოვეზე გააფრთხილებს
15:19 / 01.04.2020
ქართული მხარე მუშაობას მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ერგნეთში იმყოფება
15:11 / 01.04.2020
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ერგნეთში იმყოფება.
საქართველოს ბანკი ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს
15:08 / 01.04.2020
საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.
„როიტერი“: ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს, რუსეთის პრეზიდენტს კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა
14:58 / 01.04.2020
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს, მას შემდეგ, რაც კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილი: ვიმედოვნებთ, მხარდაჭერის შედეგად ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, თუ ასე არ მოხდა, მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას
14:55 / 01.04.2020
ჩვენ გუნდს 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული აქვს ზომები ბიზნესისთვის და გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ამ ზომების ეტაპობრივად მიწოდებას, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფუნქციონირების გაგრძელება საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
გალის რაიონის მთავარი ექიმის სკანდალური ვიდეო
01:56 / 31.03.2020
გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა სანიტარულმა ექიმმა (ინფექციონისტმა) გიორგი შონიამ "გალ ტვ"-ის ეთერში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა, სადაც შონია, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ჩანს.
ახალი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ბაბუა და შვილიშვილი Queen-ის სიმღერას ასრულებენ
22:39 / 29.03.2020
მსოფლიოში COVID-19 ტიპის ახალი კორნავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ბაბუა და შვილიშვილი, რომლებიც ერთმანეთს, შექმნილი სიტუაციის გამო ვერ ნახულობენ, ვიდეოს მეშვეობით Queen-ის სიმღერას “I Want To Break Free” ასრულებენ.
რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი ვიდეომიმართვას ავრცელებენ
01:14 / 24.03.2020
რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ჰოლივუდის მსახიობები ახალგაზრდებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება ვირუსის შეჩერება.
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
17:40 / 23.03.2020
მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი კარანტინის წესებს არღვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თანამშრომლებს მიმართავს
19:24 / 22.03.2020
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე თანამშრომლებს მიმართავს. იგი მადლობას უხდის კომპანიაში დასაქმებულებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს.
მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები თვითიზოლაციაში გართობის ორიგინალურ ხერხს მიმართავენ და ტუალეტის ქაღალდს კენწლიან
00:58 / 21.03.2020
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიმ კამპანიაში #დარჩისახლში, ყოფილი თანაგუნდელები, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი გამოიწვია, რაზეც მათ ოპერატიულად უპასუხეს.
ბერგამოდან სამხედროებს კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები კრემაციისთვის გაჰყავთ (ვიდეო)
00:25 / 20.03.2020
იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
×