შსს-ს 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსი დაუდასტურდა
20:39 / 11.08.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.
ყაზბეგში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
17:24 / 11.08.2020
ყაზბეგში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა – აღნიშნული ინფორმაცია „კურიერთან“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
მირიან ნიკოლაძე: ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად არიან პასუხისგებაში მიცემული
17:14 / 11.08.2020
„ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილი ბიძა: ოჯახს გამოძიებასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს
17:11 / 11.08.2020
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას პირველივე ეტაპზე ენდობოდა და მასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს.
ექსპერტი: დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა - დასაშვებია, რომ დაზიანებები განვითარებულიყო ცემის რეჟიმში
17:06 / 11.08.2020
დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიის წევრები მივიდნენ ერთიან გადაწყვეტილებამდე და ექსპერტიზის წარმოების პროცესში აზრთა სხვადსხვაობას ადგილი არ აქვს.
შაქარაშვილის ბიძა: დამნაშავეების უმკაცრეს დასჯას მოვითხოვთ!
16:07 / 11.08.2020
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მართებულად არიან მიცემული. საუბარია „ტოიორა ქემრის“ 5 მგზავრზე.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გრაფიკა გაავრცელა (ვიდეო)
16:01 / 11.08.2020
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
პროკურატურა:  ექსპერტიზით დადგინდა, რომ შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით
15:47 / 11.08.2020
ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი, მატრამვირებელი საგნის ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი, - ამის შესახებ პრკურატურაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
პროკურორის განცხადებით, 5 პირის მიმართ, რომლებსაც შაქარაშვილის საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ, არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორისაა მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო ჩანაწერები
15:40 / 11.08.2020
პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, 5 პირის მიმართ, რომლებსაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ, არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომელთა შორისაცაა მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო ჩანაწერები.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა
14:45 / 11.08.2020
პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურორი განმარტავს, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ს რატომ დაუმძიმდა ბრალი
14:36 / 11.08.2020
პროკურორის ამირან გულუაშვილის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მომზადებაში.
სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს
11:59 / 11.08.2020
სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტი გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია
11:51 / 11.08.2020
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი გაჩიანიდანაა, 9 პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 3 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 194 პაციენტი გადის, რომელთაგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან
11:45 / 11.08.2020
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტია. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან.
შს მინისტრი: ვფიქრობ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მალე დასრულდება
11:41 / 11.08.2020
ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის და ვფიქრობ მალე დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს შინდისში ვიზიტისას განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა
10:48 / 11.08.2020
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44- ით გაიზარდა და 1054-ს შეადგენს.
შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება
10:36 / 11.08.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მესტიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
10:31 / 11.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მესტიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
დღეს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლაგოდეხის მოსახლეობას წარუდგენს
10:29 / 11.08.2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს და ოთახიდან გაიყვანეს
10:19 / 11.08.2020
თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს და ოთახიდან გაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა
17:01 / 10.08.2020
ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, ანტონიო ბანდერასს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მსახიობმა განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით გააკეთა.
საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა
16:48 / 10.08.2020
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მისთვის კიდევ უფრო მეტად მოქნილი ბიზნეს ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა.
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
16:42 / 10.08.2020
დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს ცალკეულ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
ინტერნეტში ბეირუთში მომხდარი აფეთქების რამდენიმე ვიდეო ვრცელდება
22:44 / 04.08.2020
სოციალურ ქსელებში ბეირუთში მომხდარი აფეთქების რამდენიმე ვიდეო ვრცელდება.
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს  ნიშნავს
12:16 / 17.07.2020
თბილისი - ბათუმი - თბილისი #808/807
გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი
10:30 15:30 19:05 00:10
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
დღის სიახლეები
კალენდარი
×