ნიკა მელია: გლდანი უპირობოდ გამარჯვებულია პირველ ტურში
22:07 / 31.10.2020
გვქონდა ეს მოლოდინი. ვიხილეთ, თუ რა პირობებში მოგვიწია ამ გამარჯვების მოპოვება, გლდანის რაიონი არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ეგზიტპოლების შედეგზე საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე: ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, სრული აგონია აქვთ, მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ და მიხვდებით
21:53 / 31.10.2020
ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, სრული აგონია აქვთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არც პრემიერმინისტრის თანამდებობა არ მაინტერესებს!
21:48 / 31.10.2020
“მე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესუსური ფიგურები”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი…
21:44 / 31.10.2020
“მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აწევს, მზად ვარ ბოლომდე დავუპირისპირდე. თუ ისინი წავლენ დარღვევებზე, მე მზად ვარ, ფიზიკურადაც ბოლომდე ჩავერთო”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძე: თბილისში მესამე ადგილზე ვართ, რაც აჩვენებს, რომ მომავლის პარტია ვართ
21:40 / 31.10.2020
თბილისში მესამე ადგილზე ვართ, რაც აჩვენებს, რომ მომავლის პარტია ვართ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “რუსთავი 2”-თან საუბარში გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, დაუჯერონ არჩევნების შედეგებს
21:33 / 31.10.2020
„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისი ხმა და არჩევნებში მონაწილეობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნება დაცული.
კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, გამოგდებას უპირებენ
21:24 / 31.10.2020
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გამოგდებას უპირებენ და მას საკუთარ სამსახურზე ზრუნვას ურჩევს.
მიხეილ სააკაშვილი: მე არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა
20:40 / 31.10.2020
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის მთავრობაში თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ოპოზიციამ მთავრობის დასაკომპლექტებლად კონსენსუსური ფიგურები იპოვნოს.
გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ, მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა
20:32 / 31.10.2020
ჩვენ გავიმარჯვეთ! - ამის შესახებ საქართველოს-პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში
20:26 / 31.10.2020
ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს მიმართა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ლიდერმა ამომრჩეველს და პარტიის აქტივისტებსა და ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
20:16 / 31.10.2020
ამერიკულმა ორგანიზაციამ, Public Opinion Strategies-მა ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვა. 18:00 საათის მონაცემებით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
20:10 / 31.10.2020
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება.
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ 9 ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს
19:44 / 31.10.2020
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის განცხადებით, გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. როგორც საბანაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.
ადამ კინზინგერი: მოვუწოდებ საქართველოში ყველას, მივიდეს არჩევნებზე
19:38 / 31.10.2020
ამერიკელი კონკრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს „ტვიტერში“ ეხმაურება.
გიგა ბოკერია: არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა
19:31 / 31.10.2020
არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: „ევროპული საქართველო“ აპირებს საარჩევნო უბნების დახურვისას ხელოვნური რიგები შექმნან
19:24 / 31.10.2020
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ აპირებს საარჩევნო უბნების დახურვისას ხელოვნური რიგები შექმნან.
კელი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები და აჩვენოს, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს
18:42 / 31.10.2020
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები და აჩვენოს, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
პირველი არხის მაუწყებლობა გაითიშა
18:26 / 31.10.2020
პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა - ცესკო
18:21 / 31.10.2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, 5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა.
17:00 საათის მონაცემებით, ხაშურის ოლქში, საკუთარი არჩევანი 31,132-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
18:13 / 31.10.2020
17:00 საათის მონაცემებით ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66,000 ამომრჩევლიდან, არჩევანი 31,132-მა გააკეთა.
მამუკა მდინარაძე: უკვე წყალი არ გაუვა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია
17:00 / 31.10.2020
ყველა მონაცემით, რომელიც შემოდის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. უკვე წყალი არ გაუვა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია. ეს, თავისთავად, ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე - რაც მეტი ამომრჩეველი მოვა, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“
16:53 / 31.10.2020
რაც მეტი ამომრჩეველი მოვა დღეს არჩევნებზე, მით ნაკლები გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი, ნატო ჩხეიძე იქნება პარლამენტში, აღარაფერს ვამბობ ნიკა მელიასა და მსგავს „ზონდერებზე“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ქართული ოცნება“ გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება
15:13 / 31.10.2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება. ამის შესახებ “აიპრესს” პარტიაში განუცხადეს.პარტიის წინ სცენისა და ეკრანების მონტაჟი სრულდება.
ვეფხი და მოყმის ძეგლთან ავარია მოხდა
12:09 / 31.10.2020
თბილისში, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ავარია მოხდა.
ალეკო ელისაშვილი: ხმა ჩემს თავს მივეცი
12:03 / 31.10.2020
„უკეთეს მომავალს მივეცი ხმა და ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის N24. ეს არის ჩემი პარტია და რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ ბიულეტენშიც ჩემს თავს მივეცი ხმა, იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავის იმედი და ზუსტად ვიცი, ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვის და უკეთესი საქართველოსთვისაც.
გიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით შეიცვლება
11:59 / 31.10.2020
„ეს გადამწყვეტი არჩევნებია, რასაც აქ არსებული საარჩევნო რიგები ადასტურებს. საქართველოში კიდევ ერთხელ ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით.
კახა ოქრიაშვილი: მეც იარაღით დავდივარ
11:55 / 31.10.2020
მეც იარაღით დავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.
გრიგოლ ვაშაძე: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას მივეცი ხმა
11:37 / 31.10.2020
„ნაციონალური მოძრაობოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევანი 22-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
გიგი უგულავა: განცდა მაქვს, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს
11:24 / 31.10.2020
განცდა მაქვს, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიცია გაიმარჯვებს. ივანიშვილი მშვიდობიანად, ხალხის ნებით ჩამოშორდება ხელისუფლებას და ხალხის ნების წინააღმდეგ არ ვურჩევ მას წასვლას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, მედიასთან განაცხადა.
მესტიაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
11:20 / 31.10.2020
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მესტიაში. 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცახდებენ, რომ ამ დრომდე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა
11:16 / 31.10.2020
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 307-მდე გაიზარდა.
კალაძე: ხალხის განწყობა იმის საფუძველია, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ
11:02 / 31.10.2020
„მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე“,-ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 64-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2881 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
11:00 / 31.10.2020
საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2881 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ
10:50 / 31.10.2020
აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა ჟენევაში 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრაზე მხარეებმა ტყვეთა სიები გაცვალეს და ტყვეების გაცვლის პროცესზე შეთანხმდნენ. ასევე შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის დროს მხარეები სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით დამიზნებით ცეცხლს არ გახსნიან. ამის შესახებ dw.com იუწყება.
გახარია: წარსულში დაბრუნება არავის უნდა, ხმა მომავალს მივეცი
10:44 / 31.10.2020
„წინასაარჩევნო გარემო და კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მე ხმა მივეცი დემოკრატიულობის ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ, ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოსა და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლებისა და ღირსების ფასი.
მარნეულში, საარჩევნო უბანზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი
10:42 / 31.10.2020
მარნეულში, დაშთაფაში 52-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზუგდიდში ე.წ. კარუსელების დატრიალება იგეგმება
10:08 / 31.10.2020
„ქართული ოცნება“ ემზადება გაყალბებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანი წითელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძე: მინდა ყველა თანამოქალაქეს ვთხოვო ხმა მისცენ ცვლილებებს
10:06 / 31.10.2020
“მე ხმა მივეცი ქვეყანაში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ”- ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა და პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანთან განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე: ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია
10:02 / 31.10.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. არჩილ თალაკვაძემ ხმა 151-ე საჯარო სკოლის შენობაში მისცა.
"არ მახსენდება, აშშ-ის ელჩი ცესკოში მისულიყო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ქართველი ხალხის გვვერდით არან და მათ არჩევანს არავის მოაპარინებენ"- მელია
10:00 / 31.10.2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საკუთარი არჩევენი უკვე გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საარჩევნო უბნებზე ასეთი რიგები აქამდე არ უნახავს.
სოცქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ ბოლნისში მყოფი შეიარაღებული დიმიტრი შაშკინი ჩანს
09:54 / 31.10.2020
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული.
აშშ-ის მისია ნატო-ში: საქართველოში არჩევნებია, მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ
09:43 / 31.10.2020
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ში აშშ-ის მისია ეხმაურება.
ქუთაისის N39-ე საარჩევნო უბანზე 15 ამომრჩეველს მერის ბიულეტენი არ მისცეს
09:40 / 31.10.2020
ქუთაისის N39-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. დამკვირვებლების ინფორმაციით, კომისიის წევრებმა მესამე ბიულეტენები არ გასცეს.
კელი დეგნანი: სამართლიანი არჩევნებით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია
09:28 / 31.10.2020
დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა დეგნანმა საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილი: დღეს სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მყარი სიტყვა
09:18 / 31.10.2020
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო ძალაუფლებით აღჭურვილმა პირებმა კარგად გაიაზრონ თავისი დანიშნულება, რომ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები უზრუნველყონ და არა საკუთარი პარტიის წარმატება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო
09:08 / 31.10.2020
მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დაპირისპირება მოჰყვა
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის
09:04 / 31.10.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 54-ე საჯარო სკოლის შენობაში არსებულ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
ცესკო: საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად, 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო
08:57 / 31.10.2020
საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.
სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთების საშუალებით მისცემენ
08:53 / 31.10.2020
სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთების საშუალებით მისცემენ. დარეგისტრირებულია 10 845 ამომრჩეველი.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული საქართველო
08:51 / 31.10.2020
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
დავით ბაქრაძე: დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში
08:48 / 31.10.2020
დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ, 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“
08:43 / 31.10.2020
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
ბიძინა ივანიშვილი: ხმა მივეცი განვითარებას, სტაბილურობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს
08:41 / 31.10.2020
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად ერთად მივიდა.
მეორე ტურს არ ველოდები - ზუგდიდში " ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
08:30 / 31.10.2020
ზუგდიდში საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო.
დღევანდელ არჩევნებზე პარტიებისთვის 1%-იანი ბარიერი მოქმედებს
08:15 / 31.10.2020
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს. ბლოკებისთვის კი, ბარიერი მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და ბარიერის ნამრავლით არის განსაზღვრული. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენი პარტიაც არის ბლოკში გაერთიანებული, ბარიერიც იმდენი პროცენტი იქნება.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება - საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა
08:05 / 31.10.2020
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.
თურქეთში მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა (ვიდეო)
18:32 / 30.10.2020
თურქეთში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქალაქ იზმირში რამდენიმე შენობა დაინგრა. მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისძვრის მაგნიტუდა 7-ს აღწევდა.
13:31 / 28.10.2018

რეკლამის განსათავსებლად დაუკავშირდით კომპანია "ედ გიქს"
557 31 99 55


info@adgeeks.ge

ინფორმაცია სარეკლამო ზონების შესახებ იხილეთ აქ.


დღის სიახლეები
კალენდარი
×