კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 99 საბავშვო ბაღია დაკეტილი
37 წუთის წინ
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაკეტილი.
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
45 წუთის წინ
15 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტს, "ავერსის კლინიკასა" და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი მედიკოსი სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და დასაქმების პერსპეტივის შექმნაა.
36 გარდაცვლილი და 5 739 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
10:47 / 19.10.2021
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 739 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი დღეს შეიკრიბება
10:00 / 19.10.2021
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი დღეს შეიკრიბება. მანამდე კი, ყოფილი პრეზიდენტი პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის საკითხი ჯერ არ დგას.
მამუკა მდინარაძე: არჩევნების მეორე ტურისთვის მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს წარმატებას
20:49 / 18.10.2021
ჩვენ ვემზადებით არჩევნების მეორე ტურისთვის და მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც, ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს წარმატებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ
18:19 / 18.10.2021
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად დადგინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ.
სოციალურ ქსელში ბათუმში, კორპუსის ნგრევის ამსახველი კადრები ვრცელდება
18:03 / 08.10.2021
სოციალურ ქსელში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნგრევის კადრები ვრცელდება.
ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
16:02 / 23.09.2021
ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ბექა დავითულიანი: მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, უნდა საწოლთან გამოიკრას
21:24 / 14.09.2021
დღეს შარლ მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, გინდაც გულის ჯიბით ატაროს და უნდა თავის საწოლთან გამოიკრას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა მიშელის დოკუმენტზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
“აიცერი და მოიგე”- StopCovid ლატარია – ვის შეუძლია მოიგოს ფულადი ჯილდო
20:39 / 07.09.2021
,,აიცერი და მოიგე’’ – StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან გაიმართება. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
×