ირაკლი ღარიბაშვილი - დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით, ეს საქართველოს გამარჯვებაა!
00:24 / 20.04.2021
დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა!", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობას" ტოვებს - "ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა"
00:22 / 20.04.2021
სალომე სამადაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს, ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
არჩილ თალაკვაძე: ველით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას
22:32 / 19.04.2021
ველით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს
22:29 / 19.04.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
კელი დეგნანი: მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა
22:24 / 19.04.2021
„საქართველოს ეყო პოლიტიკური გამბედაობა, ჩაბმულიყო ამ პროცესში. მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!
22:04 / 19.04.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.
ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს ამ წუთებში აწერენ
21:53 / 19.04.2021
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“, ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება.
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბერში კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ!
19:23 / 19.04.2021
“ქართული ოცნება” არის ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მომენტში საკუთარ ქვეყანას ყველაზე წინ აყენებს.ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
მამუკა მდინარაძე: ჩვენ კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43 პროცენტი, დაიმახსოვრეთ ეს დღე
19:15 / 19.04.2021
ქართული ოცნება“ ხელს აწერს მოდიფიცირებულ დოკუმენტსაც. ამით ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ - მათ ხელი უნდა მოაწერონ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ჩვენ კი კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით. რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
აივნის ჩამონგრევას დიდ დიღომში 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა
18:27 / 19.04.2021
დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გარდაცვლილი, დაახლოებით, 70 წლის ქალია.
არჩილ თალაკავძე: 40 და 43-პროცენტიან ბარიერსაც დამაჯერებლად გადავლახავთ ეფექტური საარჩევნო კამპანიითა და იმ თანაგუნდელებით, იმ კანდიდატებით, რომელთა წარდგენა თვითმმართველობის არჩევნებში მოხდება
17:35 / 19.04.2021
ჩვენ 40 და 43-პროცენტიან ბარიერსაც დამაჯერებლად გადავლახავთ ეფექტური საარჩევნო კამპანიითა და იმ თანაგუნდელებით, იმ კანდიდატებით, რომელთა წარდგენაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერს
16:46 / 19.04.2021
პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარის განცხადებით, მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს ხელს აწერს.
პრეზიდენტი მზადაა, გიორგი რურუა გარკვეული პირობებით შეიწყალოს
16:10 / 19.04.2021
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, "მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.
„თუ ვაშაძე ხელს მოაწერს დოკუმენტს, ჩვენი გზები გაიყოფა“ - თაკო ჩარკვიანი
15:52 / 19.04.2021
„თუ გიორგი ვაშაძე ხელს მოაწერს დოკუმენტს, ჩვენი გზები აუცილებლად გაიყოფა,“ - ამის შესახებ Pia.ge-სთან საუბრის დროს პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ვისზე არ გავრცელდება "სავალდებულო დასვენების" დღეები - მთავრობის დადგენილება
15:45 / 19.04.2021
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. მთავრობის განცხადებით, "სავალდებულო დასვენების დღეების" გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს 2021 წლის განმავლობაში სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადების მეორე შემთხვევაა. საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება იმის თაობაზე, თუ რომელი სექტორებისთვის არ ვრცელდება ეს მოთხოვნა.
სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
15:13 / 19.04.2021
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ვახტანგ მეგრელიშვილი: პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება
15:01 / 19.04.2021
„გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება“.
„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
14:06 / 19.04.2021
„ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა
13:06 / 19.04.2021
„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს.
სალომე სამადაშვილი: კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!
13:02 / 19.04.2021
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კომპრომისული ვარიანტია და კომპრომისებზე ოპოზიციაც უნდა წავიდეს.
„ქართული ოცნება“:  რურუას გათავისუფლების ასახვა შეთანხმებაში, მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია - არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს
12:21 / 19.04.2021
„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია.
„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს
12:18 / 19.04.2021
„ქართული ოცნება“ მზადაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.
აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
12:09 / 19.04.2021
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა ბუნდოვანია.
გიგი უგულავა: მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს
12:06 / 19.04.2021
მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა
11:17 / 19.04.2021
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 750 ტესტი ჩატარდა
11:00 / 19.04.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.
დღის სიახლეები
კალენდარი
×