ირაკლი ღარიბაშვილი - იმ ფონზე, როცა ქვეყანამ შემოიტანა 2 მლნ დოზაზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა
14 წუთის წინ
როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პაატა იმნაძე - თბილისსა და ბათუმში ინფიცირების თითქმის 100% „დელტა შტამია“ - აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას!
20 წუთის წინ
თბილისსა და ბათუმში ინფიცირების თითქმის 100% „დელტა შტამია“, მთლიანად საქართველოში კი 80%-მდე. გარდა ამისა, დადასტურებული გვაქვს „დელტა +“-ის 10-მდე შემთხვევა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მაინცდამაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭეტდარტყმული უნდა იყოს? ატარეთ პირბადე“ - გამყრელიძე
29 წუთის წინ
„მაინცდამაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭეტდარტყმული უნდა იყოს ? გთხოვთ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ დახურულ სივრცეში ყველამ ვატაროთ პირბადე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“ - იმნაძის რეკომენდაცია საბჭოს
31 წუთის წინ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სასწრაფოდ აცრა.
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთი დოზით აცრილი
32 წუთის წინ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთი დოზით აცრილი.
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია
56 წუთის წინ
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა.ნახევარფინალში პეტრიაშვილი 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და პირველ პერიოდში 0:3 დამარცხდა. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა და მეტოქეს 6:3 სძლია, რის შედეგადაც ფინალში გავიდა. ამრიგად, მან მედალი უკვე გაინაღდა და საქართველოს ყულაბასაც მე-8 მედალი შეემატა.ფინალი ხვალ 6 აგვისტოს გაიმართება.
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტრო ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს, თუმცა საუბარი არ არის, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს
13:41 / 05.08.2021
კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო ასევე ალტერნატიულ გეგმაზეც მუშაობს, თუმცა საუბარი არ არის, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს, ეს ამბავი ნამდვილად არ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში 6886 საწოლია მობილიზებული, სადაც 6219 პაციენტი იმყოფება, რეანიმაციულ განყოფილებაშია 269 ადამიანი
13:38 / 05.08.2021
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 6886 საწოლი, მათგან ჰოსპიტალში 6219 პაციენტი იმყოფება, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში არის 269 პაციენტი. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, გუშინ დაახლოებით 19 ათასი ჯავშანი გაიხსნა „ფაიზერზე“ .
„სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია უნდა მიეცეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი
12:36 / 05.08.2021
„პირველ ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია“- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუკ გვერდზე წერს.„ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შეუძლიათ ადამიანები დაიცვას ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან.
„პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა“ - იმნაძე გარდაცვალების მაჩვენებელზე
12:35 / 05.08.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, სატელევიზიო ეთერში გარდაცვალების მაჩვენებელზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი საქართველოში დიდია.
პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა
12:33 / 05.08.2021
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი ტატა იმნაძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.
დასავლეთის 7-მა ქვეყანამ რუსეთს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევისკენ მოუწოდა
11:27 / 05.08.2021
დასავლეთის 7-მა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ მან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვიოს. ხელმომწერთა შორის გაეროს უშიშროების საბჭოს 6 წევრია. ესენია აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესტონეთი, ნორვეგია და ირლანდია.
მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია
11:23 / 05.08.2021
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე იყო მსჯავრდებული, საპატიმროდან გაათავისუფლეს.ჩოლოიანი უდოს კომისიამ გაათავისუფლა. ჩოლოიანი საპატიმროში წელიწად-ნახევარი იმყოფებოდა. ჩოლოიანი ბრალს ჩვენების იძულებით მიცემისთვის იხდიდა.
23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით მოტაცების საქმეზე 4 პირს ბრალი წარუდგინეს
11:21 / 05.08.2021
პროკურატურამ ცოლად შერთვის მიზნით მოტაცების საქმეზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 670  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი
11:13 / 05.08.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით.
„თბილისში გააუპატიურეს და მოკლეს“ – „ნიუ-იორკ პოსტი“ ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაზე
00:36 / 05.08.2021
ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტი“ წერს, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანე ბრუკი საქართველოში გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სექსუალური ძალადობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ასევე, გარკვეული ინფორმაცია სავარაუდო, მკვლელის შესახებ, გამოძიებისთვის ცნობილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჯვარი დაიწერა
23:57 / 04.08.2021
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული თინათინ მგელაძეა, რომელიც თბილისის მერიის პრესსამსახურში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა.
რა გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო? – გიორგი ფხაკაძე პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება
21:42 / 04.08.2021
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოში "დელტა პლუსის" 10 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა
21:27 / 04.08.2021
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და პროკურატურაში მიმდინარე საქმეებზე პროკურატურის ხელთ არსებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა-შენახვას უზრუნველყოფს.
მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა
21:16 / 04.08.2021
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან "ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ" ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, პუტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
საქართველო ბელგიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 86 400 დოზას მიიღებს
20:56 / 04.08.2021
საქართველო ბელგიისგან საჩუქრად "ასტრაზენეკას" 86 400 დოზას მიიღებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბელგიას საქართველოსთვის "ასტრაზენეკას" 86 400 დოზის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის.
ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით ვაქცინაციაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 10%-ის აცრა მოხერხდეს
19:19 / 04.08.2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციაზე მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს
17:39 / 04.08.2021
მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.
ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (ვიდეო)
17:04 / 04.08.2021
ქართველმა ძალოსანმა სამი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა! ამავდროულად ქართველი გოლიათი ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა.
ქართველმა გოლიათი ოლიმპიური ჩემპიონია
16:29 / 04.08.2021
ქართველი გოლიათი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა.
იგეგმება თუ არა საველე ჰოსპიტლების გახსნა - თამარ გაბუნიას განმარტება
15:49 / 04.08.2021
„დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე ვმუშაობთ, ჩვენთვის სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი. ვფიქრობთ ამაზე მეტის საჭიროება არ იქნება“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას საველე ჰოსპიტლების გახსნის შესახებ.
გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე გარდა სასტუმროების მობილიზებისა, სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის.
ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
15:42 / 04.08.2021
ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: არ მგონია, ვითარება სწორად იყო წარმოჩენილი
14:41 / 04.08.2021
ითქვა თითქოს, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და ის კონსტრუქციულად მუშაობდა და რომ, ისევ მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დაიწყე კარიერა თეგეტაში“ – სამსახურის მაძიებლებმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ
13:25 / 04.08.2021
„თეგეტა მოტორსის“ დასაქმების პროექტი – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია 7 აგვისტოს დასრულდება. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.
კახეთში დაკარგული 14 წლის გელა ჯიბღაშვილი იპოვეს
13:19 / 04.08.2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგული 14 წლის გელა ჯიბღაშვილი იპოვეს.
იუსტიციის მინისტრი - ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული
12:44 / 04.08.2021
ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ, რომ სრული კონსენსუსით იქნება მიღებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც სასულიერო პირების, ასევე ხელისუფლების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.
მოსალოდნელია 40 გრადუსი სიცხე - ამინდის პროგნოზი
12:37 / 04.08.2021
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კახა კალაძე - ვანდალიზმის ჩამდენი პირები ხშირად მოზარდები არიან, მათ აგრესიულ ქცევას კი უფროსები მშვიდად ადევნებენ თვალყურს, რაც ძალიან მძიმეა
12:35 / 04.08.2021
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრობს. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვანდალიზმის ჩამდენი პირები, ხშირად მოზარდები არიან.
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, რაც 2012 წელს დავასრულეთ - დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში
12:32 / 04.08.2021
ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად საბჭოთა კანონმდებლობა, რომელიც რჩება ჩვენს დღევანდელ რეალობაში, - ამის შესახებპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი
10:57 / 04.08.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 469 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 760 PCR ტესტით.
რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილ მოძრავ გამოფენას „ ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ –  25 ივლისს ქ. გორმა უმასპინძლა
13:34 / 26.07.2021
უპრეცედენტო კამპანია 4 ივლისს ქ. თბილისში, დედაენის ბაღში დაიწყო და მისი წარდგენა საქართველოს კიდევ 5 სხვა ქალაქში დაიგეგმა. ღონისძიება თბილისის, მარნეულისა და რუსთავის შემდეგ, გორში გაიმართა.
დღის სიახლეები
კალენდარი
×