ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს
21:18 / 27.09.2021
მე მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, „ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" სარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.
კახა კალაძე: მოვა დრო როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები ერთად მოივლიან საქართველოს და იმღერებენ, რომ მათი „საქართველო აქ არის“
21:16 / 27.09.2021
დღეს 27 სექტემბერია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული - სოხუმის დაცემის დღე. ესაა შემთხვევა, როცა დრო იარებს ვერაფერს უხერხებს, რადგანაც ქართველი ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილის ძალით მოკვეთის მცდელობას, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციისას განაცხადა.
ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა
20:39 / 27.09.2021
85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამირან გამყრელიძე - კახეთში, ღია სივრცეში ვისადილეთ რეგულაციების სრული დაცვით - სუფრაზე მყოფი ყველა პირი აცრილი იყო
18:51 / 27.09.2021
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც გამყრელიძე თანამშრომლებთან ერთად რესტორანში იმყოფება, განმარტებას აკეთებს.
გიორგი ტყემალაძე: ნამდვილად ვიცი, რა სჭირდება ვაკის რაიონს, ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა უბანი იყოს თანაბრად განვითარებული
18:48 / 27.09.2021
ვაკის რაიონში ვცხოვრობ, მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მეზობელი თუ სანაცნობო წრე და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მატებს ამ რაიონში ჩემ კანდიდატობას. ჩემი გამოცდილებით ნამდვილად ვიცი, რა სჭირდება ვაკის რაიონს. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ და მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ მომავალ პრიორიტეტებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
გიორგი ტყემალაძე: ვხედავთ, არის წინასაარჩევნოდ ტემპერატურის აწევის მცდელობა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ
18:46 / 27.09.2021
ჩვენ ვხედავთ, არის წინასაარჩევნოდ ტემპერატურის აწევის მცდელობა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
რამდენი გულისცემა მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია - კახაძე სუს-ის მოსმენებზე
15:01 / 27.09.2021
"ოცნების" დეპუტატი, სუს-ის მოსმენების საკითხს ეხმაურება და მას გინეკოლოგის მიერ ნაყოფის გულისცემის მოსმენას ადარებს:
"დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ" - მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ჩანაწერებზე
14:39 / 27.09.2021
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის აზრით, სუს-დან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებს "დუმილი უშველის". ამ თემაზე მან კომენტარი მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ "ეშმაკს თავისი მსახურები" ყველგან ჰყავს.
ანატოლი ბიბილოვი:  ჩვენი სახელმწიფოების აღიარება შეუქცევადი პროცესია - არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთ წელიწადში მოხდება, თუ ორში
14:22 / 27.09.2021
ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი სახელმწიფოების აღიარება შეუქცევადი პროცესია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ეს ერთ წელიწადში მოხდება, თუ ორში. სირიის მხრიდან აღიარება ამას მოწმობს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით იმყოფება.
ბოლო 24 საათში საქართველოში 6 617 აცრა ჩატარდა
13:57 / 27.09.2021
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 26 სექტემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცით რეკორდულად დაბალი, 6 617 ადამიანი აიცრა.
ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას!
13:36 / 27.09.2021
ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას! - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილი: პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე მოვითმინოთ
12:57 / 27.09.2021
მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზეა
12:52 / 27.09.2021
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45 -ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა 19-ე ადგილზე დასახელდ
12:31 / 27.09.2021
„ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა 19-ე ადგილზე დასახელდა, - ამის შესახებ საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეკლესიასთან ბრძოლა არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ საქართველოშიც“ - სუსის უფროსი ჩანაწერებზე
12:11 / 27.09.2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც დაადგენს რა პროვოკაცია იგეგმებოდა სასულიერო პირების წინააღმდეგ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი
11:15 / 27.09.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 277 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 975 PCR ტესტით.
სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი შესრულდა
10:00 / 27.09.2021
სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან შეკრება ოპოზიციის თუ რიგითი მოქალაქეების ნაწილმა წუხელ დაიწყო. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველთვის რაღაც დიდზე ვოცნებობდი, მიზანი იყო დიდი წარმატების მიღწევა
00:27 / 27.09.2021
მქონდა ძალიან ლამაზი ბავშვობა, ვიყავი მეოცნებე. ყოველთვის რაღაც დიდზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო, არის ძალაუფლება
00:20 / 27.09.2021
ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო, არის ძალაუფლება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე პირველად დანიშვნის შემდეგ ეს გრძნობა თვითონაც განიცადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერობის პირველი ვადის დროს უფრო მიმნდობი ვიყავი, მათ შორის ყველაზე ახლო გარემოცვის მიმართ
00:10 / 27.09.2021
იყო შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არის ძალიან დიდი პატივი პირველ რიგში და ამასთანავე ასჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პრემიერობის პირველი ვადის დროს უფრო მიმნდობი იყო, მათ შორის ყველაზე ახლო გარემოცვის მიმართ.
ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
16:02 / 23.09.2021
ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ბექა დავითულიანი: მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, უნდა საწოლთან გამოიკრას
21:24 / 14.09.2021
დღეს შარლ მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, გინდაც გულის ჯიბით ატაროს და უნდა თავის საწოლთან გამოიკრას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა მიშელის დოკუმენტზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
“აიცერი და მოიგე”- StopCovid ლატარია – ვის შეუძლია მოიგოს ფულადი ჯილდო
20:39 / 07.09.2021
,,აიცერი და მოიგე’’ – StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან გაიმართება. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
×