ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ჩაბარდებიან, სამ პირობას დებს
10:28 / 25.09.2022
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ, ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა რუსებს სამ რამეს ჰპირდება.
თეა წულუკიანი - ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს
10:23 / 25.09.2022
ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
თეა წულუკიანი: მიშა ხომ „დავით აღმაშენებელი“ იყო და ბელადის მიმდევარმა „ჯარისკაცებმა“ გადაწყვიტეს, გელათს დააფარონ კრამიტი, ოღონდ ქვეყანაში ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც ამ კრამიტს გააკეთებდა
10:14 / 25.09.2022
იმაზე, რაც მათ მიერ გაკეთდა, მე ვერ ვაგებ პასუხს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, წინა ხელისუფლების პერიოდზე საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, მე ვერ ვაგებ პასუხს იმაზე, 2008 წელს ბატონმა კახამ როგორ შეიმუშავა გელათის რეაბილიტაციის პროექტი. 2008 წელს მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და ჩემთვის არც იმის შესახებ იყო ცნობილი, რას აკეთებდა კახა ტრაპაიძე და როგორ მუშაობდა ამ პროექტზე; მაშინ ჩემთვის არც ის იყო ცნობილი და ვერც იქნებოდა, რა იგეგმებოდა და ა.შ. ასევე, მე ვერ ვაგებ პასუხს იმაზე, დიდი მეცნიერის, იულონ გაგოშიძის ვაჟმა, დიდმა მეცნიერმა გიორგი გამოშიძემ რატომ გადაწყვიტა, რომ გელათი მაინცდამაინც კრამიტით უნდა გადახურულიყო, როდესაც, რაც უნდა დასანანი იყოს, დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს აღარ აქვს გამძლე, მტკიცე და წყალმედეგი კრამიტის წარმოების ტრადიცია. გადაწყვიტეს იმიტომ, რომ მაშინ ხომ მიშა „დავით აღმაშენებელი“ იყო და ბელადის მიმდევრები იყვნენ „დავით აღმაშენებლის ჯარისკაცები“. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, მიბაძონ დიდ მეფეს და გელათს დააფარონ კრამიტი, ოღონდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც ამ კრამიტს გააკეთებდა და მოკლედ, მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, იმაზე, რაც მათ მიერ გაკეთდა, მე ვერ ვაგებ პასუხს, მაგრამ მე ვაგებ პასუხს იმაზე, რომ პრობლემები იქნა გამოტანილი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა წულუკიანმა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ე.წ.ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
16:47 / 24.09.2022
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე („საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ) გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
კახა კალაძე: საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით
16:46 / 24.09.2022
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში შექმნილ საცობებს ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით ხსნის.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს
16:35 / 24.09.2022
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს.
მედვედჩუკი რუსეთში გავაგზავნეთ - ერდოღანი
18:03 / 23.09.2022
პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე გაცვალეს, თურქეთიდან რუსეთში გავაგზავნეთ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციას: თქვენი შიდა თამაშები შიგნით შეინახეთ. როგორც უბრახუნებთ ერთმანეთს, გააგრძელეთ ბრახუნი, აქ სიტყვების უაზრო ბრახუნს თავი დაანებეთ - კარგს კარგი დაარქვით
16:42 / 23.09.2022
თქვენი შიდა თამაშები შიგნით შეინახეთ. როგორც უბრახუნებთ ერთმანეთს, გააგრძელეთ ბრახუნი, აქ სიტყვების უაზრო ბრახუნს თავი დაანებეთ - კარგს კარგი დაარქვით. ამასობაში რეალური პრობლემები კადრს მიღმა რჩება, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამოსვლისას რადიკალურ ოპოზიციას.
თეა წულუკიანი გელათზე - უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე - 2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე პრობლემებზე კულტურის მინისტრი წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს
21:13 / 22.09.2022
უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე. 2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე პრობლემებზე კულტურის მინისტრი წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
„თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში კიდევ ერთი გლობალური ბრენდი - PETRONAS შემოიყვანა
12:15 / 22.09.2022
„თეგეტას“ ძალისხმევით ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი - „პეტრონასი“ გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მართვისას საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია - წარმატებული ქვეყნების ხუთეულში ვიყავით, შემდეგ პოლიტიკურმა პროცესებმა დაჩაგრა ჯანდაცვა, იყო რამოდენიმე არჩევნებიც
12:09 / 22.09.2022
კორონავირუსის მართვისას ქვეყნისთვის საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. 2020 წლის პირველი ნახევარი წარმატებული ქვეყნების პირველ ხუთეულში ვიყავით, შემდეგ პოლიტიკურმა პროცესებმა, პოლარიზაციამ დაჩაგრა ჯანდაცვა, იყო რამოდენიმე არჩევნებიც, ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესები, აქ არაფერია დასამალი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამირან გამყრელიძე - სიმართლის ელემენტი არ არის იმაში, რომ საქართველომ ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში შეიძლება „ვიღაცას“ კოჭი გაუგოროს
12:06 / 22.09.2022
მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჭორია, რომ შეიძლება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარი გამოეყოს, ან ისევ მოხდეს მისი რეორგანიზაცია. ასევე სიმართლის ელემენტი არ არის იმაში, რომ შეიძლება ვიღაცას კოჭი გაეგოროს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აქვს საფუძველი ეჭვებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში რუსეთის სურვილები შეიძლება გათვალისწინებული იყოს.
ამირან გამყრელიძე - ჩემთან მიმართებაში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას დელიკატურად რომ ვთქვა, ცოტა კორექტულობა აკლდა - მე სახელმწიფო პენსიას არ ვიღებ
11:56 / 22.09.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ ის „დამსახურებულ პენსიაზე გავიდა“ კორექტული არ იყო. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამირან გამყრელიძე - ალბათ, არ არის დრო, რომ სრულიად გულწრფელად გითხრათ წასვლის მიზეზი - მე და ჩემმა ოჯახმა მთელი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია
10:44 / 22.09.2022
მე და ჩემმა შვილებმა ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად იყო თანამდებობის დატოვების მიზეზი, რიგ პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში მისი შვილის კრიტიკული პოზიციები.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×