კობახიძე ლომჯარიაზე: სახალხო დამცველის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო
00:49 / 09.12.2022
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია „სახალხო დამცველის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლომჯარიას დღის წესრიგი მთლიანად პოლიტიკური იყო.

„განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალების მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა ჰქონდა. მთლიანად პოლიტიკური იყო მისი დღის წესრიგი. მისი ანგარიშები რომ ნახოთ, ნახავთ, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში საერთოდ არაფერია, მისი დღის წესრიგი მთლიანად პოლიტიკური იყო – ერეოდა საგარეო, საშინაო პოლიტიკაში, გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით, ეს არ შეშვენის, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს
00:30 / 09.12.2022
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ირაკლი კობახიძე - არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამისთვის საკომისიოს იღებენ
23:55 / 08.12.2022

არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამისთვის საკომისიოს იღებენ. ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც ჩაიყვანენ უკრაინაში და მეორე - იღებენ საკომისიოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკკლი კობახიძემ“იმედი - LIVE”-ში განაცხადა.
ბექა დავითულიანი - სააკაშვილი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას მოკვდეს, მაგრამ რომელიმე პატიმარს რამე რომ დაუშავდეს, გამოძიება დაადგენს და რაღაცა პასუხისმგებლობა დადგება
23:06 / 08.12.2022
პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ერთი წლის განმავლობაში, ალბათ, დაახლოებით, 10-12-ჯერ იდგა და ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ, რომ მადლობა ღმერთს, ცოცხალი და ჯანმრთელია. მე ვისურვებდი, რომ ჯანმრთელი იყოს, ის სასჯელი ღირსეულად მიიღოს და მოიხადოს, რომელიც მას ქართული მართლმსაჯულების მიერ აქვს მისჯილი , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ბექა დავითულიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" განაცხადა.
ირაკლი კობახიძე - მტერს აქვს ბევრი გაგება და საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ გვქონდეს სრულფასოვანი მტრობა, რაშიც იგულისხმება საომარ კონფლიქტში შესვლა
20:27 / 08.12.2022
არ არის ეგ მარტივი კითხვა, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, არის თუ არა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი.
ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი
18:40 / 08.12.2022
ადამიანი თუ შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ეს სამართლებრივად არის საფუძველი მოქალაქეობის დაკარგვისთვის. აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×