რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, აქედან გამომდინარე, კრემლის ლიდერის განმარტებით, მათი ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი თუ საბჭო, რომელიც ღონისძიებებს დაგეგმავს, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ოფისში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი - მსჯავრდებული ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან პასუხთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მუშაობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი გაბუნიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც არხის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრძოლა გრძელდება და ეს მარტივი არ იქნება.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას ადგილზე როგორც პოლიტიკური სექტორის, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დახვდნენ და მხარდასაჭერი სიტყვებით მიმართეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია”.
ნევროლოგია ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას, ნორმებს, ფუნქციებსა და პათოლოგიებს შეისწავლის. ნევროლოგიური დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ნებისმიერ ასაკში (მუცლადყოფნის პერიოდშიც კი) შეიძლება განვითარდეს. ფართოდ გავრცელებულ ნევროლოგიურ პრობლემებს მიეკუთვნება:
ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სწრაფად განვითარებადი დაავადებაა მსოფლიოში. მის სწრაფი ტემპით ზრდას მეცნიერები თანამედროვე გარემოს ცვლილებებს უკავშირებენ. ფართოდ გავრცელებულ ალერგიულ დაავადებებს შორისაა:
აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, აზოვსტალში დაღუპულ სამხედროებს შორის 15 ქალია. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს და რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს. ამის შესახებ Telegram-ზე უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ოლგა სოვგირიამ (ფრაქცია “ხალხის მსახური”) განაცხადა.
რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს. მცირემასშტაბიანი თავდაპირველი მიღწევების მიუხედავად, რუსეთმა გასული თვის განმავლობაში ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
Al Jazeera საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - ცხინვალში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის შესახებ წერს და მკითხველს ანატოლი ბიბილოვის განცხადებას აცნობს.„ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ცხოვრების შეცვლისკენ – ვბრუნდებით სახლში, ვბრუნდებით რუსეთში. ერთხელ და სამუდამოდ, გაერთიანების დრო დადგა... სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ერთად იქნებიან. ეს არის დიდი, ახალი ისტორიის დასაწყისი“, - აცხადებს ბიბილოვი.
უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოსკოვის მუქარა აღარავის აღარ აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს და რამდენ ხანს გაგრძელდება ის ჯერ უცნობია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საშინაო და თავდაცვითი პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.