სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს.
რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები, რომლებიც კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ იყენებენ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ჩემთვის პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელმაც ევროპა და მთელი მსოფლიო მოიცვა - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ქალბატონ პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი - ევროპაში მისი შეუთანხმებელი ვოიაჟი სამწუხარო ფაქტია. ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული და მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო ჩასული ბრიუსელში, მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური სიგნალები მოდის ევროპიდან. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. [რეკომენდაციების] ბოლო რამდენიმე პუნქტზე, რაზეც ბორელის გუნდმა ბოლო დაზუსტებები დაგვიტოვა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ყველაფერს შევასრულებთ და თვის ბოლომდე დაიხურება ეს პროცესი. ასე რომ, არავითარი მიზეზი და საბაბი იმისა, რომ არ უნდა მივიღოთ სტატუსი, არ ექნებათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებზეც ისაუბრა.
დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას. ქალბატონი დანიგანი სულ მალე ჩამოვა საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ, გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, გულწრფელი, ღია ურთიერთობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობს. აღნიშნულ განცხადებას მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ ანონსში ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ესპანეთი აკეთებს.
19 სექტებრის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა - შესაბამისი განკარგულება დეფაქტო პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა.
საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას.
სს საქართველოს კაპიტალმა („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP”, „კომპანია“), ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, მდგრადობასთან დაკავშირებული 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას სასტუმრო „რუმსში“ უმასპინძლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და GDG - ის ორგანიზებით, Google – ის ღონისძიება Dev Fest 2023, 1 ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. თანხის განაღდება უკვე შესაძლებელია QR კოდით, რომელიც ციფრულ ბანკში ზედა მარჯვენა კუთხეშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისმა (UNOPS), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა.
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ზუგდიდში, შეხვედრა -„აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ გამართა.
„ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო. მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციასა (service agency) ან/და ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) დარეგისტრირებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, ადგილზე მისვლის გარეშე, ელექტრონული წესით შეუძლიათ.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით ლოჯისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი გრანტით შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
დღეს, 29 სექტემბერს, ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგ-კვირეულს (BET / Business Excellence Training) დაასრულებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა - პასპორტის წამკითხველები გადასცა.