საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი გასახსნელად მზად ზაფხულისთვის იქნება.
ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლი ფლანგანი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს twitter-ზე ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლა. შესაბამის ვიდეომასალას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
საქართველოს ბანკი საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს. მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით კიდევ 70 კომპანია შეძლებს ბიზნესის გაციფრულებას. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.
პორშემ ახალი „კაიენის“ ინტერიერის სრულიად ახალი, ინოვაციური არქიტექტურა წარმოადგინა. Porsche Driver Experience კონცეფცია მძღოლსა და მგზავრს ინტერაქციის განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2023-2024 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მისაღებად ემზადება. ამ მიზნით, სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები საჯარო სკოლების მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. ამ ეტაპზე შეხვედრები მიმდინარეობს იმერეთისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში.
სენაკში, დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში უწყებათაშორისი სამეთაურო - საშტაბო სწავლება “ეგრისი 2023’’ მიმდინარეობს. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური გაეცნენ.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა პარტიის ხელმძღვანელი პირები, დაკომპლექტდა ბიუროები, დარწმუნებული ვარ პარტიის საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდება - განაცხადა „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული, ფიზიკის 18 მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით ცერნის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში იმყოფებოდა. სასწავლო ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტები.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია დღეს ხელვაჩაურში გაიმართა. პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.
თქვენი მონათლული რუსული კანონი სინამდვილეში სულ არ არის რუსული, ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ კამპანიას“ ეძღვნება - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ერთერთი ოპოზიციური არხის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა პარტიულ კონფერენციებზე განსახილველ საკითხებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.