სუს-ში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს
18 წუთის წინ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
26 წუთის წინ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის სენატის პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა.
პრემიერი - იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი
30 წუთის წინ
რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის
33 წუთის წინ
ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება
12:08 / 29.09.2023
„დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები, რომლებიც კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ იყენებენ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს
20:16 / 28.09.2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, იგი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
შალვა პაპუაშვილი - უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია - საქართველო პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, საკუთარ თავზე გამოცადა
20:11 / 28.09.2023
ჩემთვის პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელმაც ევროპა და მთელი მსოფლიო მოიცვა - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერი - ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, მას არაფერი გაუკეთებია ევროინტეგრაციის გზაზე - მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა
15:18 / 28.09.2023
ქალბატონ პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი - ევროპაში მისი შეუთანხმებელი ვოიაჟი სამწუხარო ფაქტია. ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული და მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერი: ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის
15:10 / 28.09.2023
ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო ჩასული ბრიუსელში, მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური სიგნალები მოდის ევროპიდან. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. [რეკომენდაციების] ბოლო რამდენიმე პუნქტზე, რაზეც ბორელის გუნდმა ბოლო დაზუსტებები დაგვიტოვა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ ყველაფერს შევასრულებთ და თვის ბოლომდე დაიხურება ეს პროცესი. ასე რომ, არავითარი მიზეზი და საბაბი იმისა, რომ არ უნდა მივიღოთ სტატუსი, არ ექნებათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებზეც ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის, რობინ დანიგანის ჩამობრძანებას და დიდი იმედი მაქვს, რომ პირველივე დღეებიდან მაქსიმალურად გახსნილი, გულწრფელი, ღია ურთიერთობა გვექნება
15:06 / 28.09.2023
დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას. ქალბატონი დანიგანი სულ მალე ჩამოვა საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ, გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, გულწრფელი, ღია ურთიერთობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობს
14:51 / 28.09.2023
ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობს. აღნიშნულ განცხადებას მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ ანონსში ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ესპანეთი აკეთებს.
შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:40 / 28.09.2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პია კაუმასთან შეხვედრით დაიწყო.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა
12:15 / 28.09.2023
19 სექტებრის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა - შესაბამისი განკარგულება დეფაქტო პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა.
სერგეი ლავროვი - როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე
10:50 / 28.09.2023
საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას.
დღის სიახლეები
კალენდარი
×