-
თბილისში, თემქის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის დაკეტილ ბინაში აფეთქება მოხდა.
...
23:54 / 12.07.2020
-
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შუახნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
...
23:46 / 12.07.2020
-
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. დაშავდა 4 ადამიანი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
...
23:40 / 12.07.2020
-
რუსთავში მცირეწლოვან ბავშს ხარმა დაზიანებები მიაყენა.
...
22:12 / 12.07.2020
-
მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა.
...
22:07 / 12.07.2020
-
შსს ზუგდიდში დავით (დადუ)შენგელიას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შსს- ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს.
...
19:42 / 12.07.2020
-
აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განცხადეს. ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც სატვირთო ავტომობილით ტრანზიტული მიზნით იმყოფებოდა საქართველოში.
...
19:40 / 12.07.2020
-
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში ქართველი ერი ღმერთს მიენდო და გადაჩა.
...
19:36 / 12.07.2020
-
ჰამბურგის სექს-მუშაკები გერმანიის ბორდელების გახსნას ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
...
19:33 / 12.07.2020
-
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს ორგანიზაცია Oxfam-ი აკეთებს.
...
19:29 / 12.07.2020
-
ცნობილ ინდოელ მსახიობსა და ფოტომოდელს, „მის მსოფლიო“ 1994-ის გამარჯვებულს, აიშვარია რაის კორონავირუსი დაუდგინდა, - ინფორმაციას Reuters-ი მაჰარაშტრას შტატის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
...
18:49 / 12.07.2020
-
რომის პაპი აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გამოცხადების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
...
17:35 / 12.07.2020
-
ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა ORF Nachrichten სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ქვეყნები...
17:28 / 12.07.2020
-
გამოძიებისას მნიშვნელოვანია სამართლიანობა - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჰკითხეს.
...
17:23 / 12.07.2020
-
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, მსოფლიოში პირბადეების დიდი ბიზნესია.
...
16:55 / 12.07.2020
-
„მაქვს იმედი, რომ უკვე დანიშნული ექსპერტიზებითა და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებით, განზრახ მკვლელობის ბრალი უტყუარად დადასტურდება“,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ PIA.GE-ს განუცხადა.
...
16:52 / 12.07.2020
-
ადვოკატი მირიან ნიკოლაძის განცხადებით, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, პარტია „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსის“ დაფუძნებაში თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა.
...
16:46 / 12.07.2020
-
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების, ვახო ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, დაცვის მხარე ბრალის დამძიმებას არ ელოდება.
...
16:42 / 12.07.2020
-
რუსთავში ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ...
15:28 / 12.07.2020
-
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
...
15:19 / 12.07.2020