საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მედიაში ევროსკეპტიკური ან ანტიევროპული ნარატივი
ბევრად უფრო აქტიურად გაჩნდა.
ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა და რუსულ ნარატივთან დაკავშირებით ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, ანტიევროპული ნარატივის ტენდენცია გაძლიერდა, თუმცა ეს ხელისუფლებას არ წაუხალისებია, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს.
"თუ ვინმეს აქვს განსხვავებული ხედვა, თუნდაც საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვასთან დაკავშირებით, ეს მათი უფლებაა, რომ ჰქონდეთ სხვანაირი ხედვა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამას არ ვიზიარებდეთ. დემოკრატია ისაა, რომ სხვა შეხედულებების მქონე ადამიანები უნდა მოვითმინოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც გააკეთა.
„ძალიან მომწონს „რუსთავი 2“. გამოკითხვების საფუძველზე ლიდერი მედიაა, მაგრამ როგორც დემოკრატიულობა, ისე პროდასავლურობა, საინტერესო ნარატივის შექმნა არამხოლოდ „რუსთავი 2“-ში ხდება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.