"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ კანაფი მოწეული აქვს, თუმცა არ მოეწონა.
"კანაფი ერთხელ მაქვს მოწეული. არ მომეწონა, სხვათაშორის. მომადუნა და მოდუნება არ მიყვარს მე. მირჩევნია 300 გრამი არაყი დავლიო ან ღვინო დავლიო ერთი ბოთლი, რომელიც ძალიან ისეთ ჯანზე მაყენებს ხოლმე, ხასიათზე მაყენებს. ეს მირჩევნია, ვიდრე ის მოდუნებული ცხოვრება", – აცხადებს დეპუტატი გადაცემაში "მძიმე კაცთან".