რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი მსახიობის დემეტრე ნაყოფიას ოპერაციამ, მისი მეგრობრების ინფორმაციით, წარმატებით ჩაიარა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, სეუნარჩუნდება თუ არა მარცხენა თვალზე მხედველობა.
"დაახლოებით, ხუთის საათის განმავლობაში ცდილობდნენ მისი თვალის გადარჩენას ექიმები. ახლა რეანიმაციაშია და გარკვეული პერიოდის შემდეგ გვეცოდინება, შეუნარჩუნდა თუ არა მხედველობა", - ამბობს ნაყოფიას ახლობელი ნიკა ლაშხია.
დემეტრე ნაყოფიას რეზინის ტყვია თვალის არეში საპროტესტო აქციაზე მოხვდა.