20 ივნისს დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდადა კონტაქტურია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ადასტურებს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას კვლავ 6 პაციენტი განაგრძობს.
ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.