"თუ მექნება საშუალება ხელისუფლებაში ყოფნის, იქიდან გამოვასწროებ", – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის"ეთერში 20 ივნისის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. " საბოლოოდ, იმ ბრიყვი პოლიტიკოსებისთვის ვინც ტრაგედიებს ზომავს ხელისუფლების მიხედვით, იმ ბრიყვებისთვის, ვისთვისაც არსებობს იმის მკვდარი, ჩემი მკვდარი. იმის მკვდარი ღობეს ჩხირი, ჩემი მკვდარი ყველაფერი, სანამ ეს არსებობს ქვეყანაში, მანამდე ჩვენ ვერ შევდგებით.
მანამ სანამ გვექნება დაყოფა გირგვლიანი იმის მკვდარია, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილი ამის მკვდარი. როდესაც ჩაუვლი გირგვლიანის სურათებით მაჩალიკშვილის გაუბედურებელ სურათს, ისე რომ არ შეხედავ, თუ შეხედავ და შეაფურთხებ, "ქართული ოცნება" მიტინგს რომ ჩაატარებს "პატრიოტთა ალიანსის საფარქვეშ ამ ყველაფრით ასე ვერ შევდგებით.
პასუხისმგებლობა ვისაც გვაქვს უნდა გვესმოდეს, სისტემა მოვაწყოთ ისე, რომ ეს ტრაგედია მინიმუმადე დავიდეს.
გიორგი გახარია მარტო იმიტომ არის პანჩურით გამოსაგდები იმ კაბინეტიდან, როდესაც თქვა "2012 წელს არის ნაყიდი ეს დათვის ტყვიებიო" შე ოჯახაშენებულო, დათვის ტყვიები რა არის? ჩვეულებრივი ტყვიებიც არის იქ, ადექი და ესროლე ხალხს მაშინ! რა პასუხია ეს? ეს ხომ ნიშნავს რომ არ იცი რა ჩაიდინე. მოდიხარ და ადარებ, რას ადარებ?!
მე 7 ნოემბერი ცხოვრებაში არ დამავიწყდება. პოლიტიკაში იმიტომ ვარ რომ ის შეცდომები გამოვასწორო. თუ მექნება საშუალება ხელისუფლებაში ყოფნის, იქიდან გამოვასწროებ.",-განაცხადა გიგი უგულავამ.