რუსეთის ზედა პალატის სენატორი ჩრდილოეთ ოსეთიდან არსენ ფაძაევი აცხადებს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მკაცრად უნდა დაისაჯოს და ეს საქართველომ უნდა გააკეთოს. მისი ვიდეომიმართვა Instagram-მა დაბლოკა. ამის მიუხედავად, ამ ფაქტის განხილვისას ის აცხადებს, რომ მას სიტყვები არ მიაქვს უკან და ისევ ფიქრობს, რომ გაბუნია უნდა დაისაჯოს ისე, როგორც სიკვდილით სჯიდნენ ხოლმე.
„ასეთი პროვოკატორები, რომლებიც აღვივებენ მტრობას მეგობარ ქვეყნებს შორის, მიწაზე არ უნდა დადიოდნენ... ამბობთ, რომ სიკვდილით დსჯა აკრძალულია. და დედის შეურაცხყოფა დაშვებულია?.. ამისათვის მოსისხლეები ხდებოდნენ. არ შეიძლება ეს არ იცოდნენ საქართველოში არ იცოდნენ. ამიტომაც თვითონ უნდა გაუსწორდნენ თავიანთ შემარცხვენელს“ - წერს ფაძაევი.