ჯეოსელის ქსელში ინტენსიური სამუშაოები გასული წლის ზაფხულში აჭარიდან დაიწყო. დღეისათვის კი მთელს სანაპირო ზოლში, 4.5G ინტერნეტი უწყვეტად მუშაობს. გაძლიერებული ოთხნახევარი თაობის ინტერნეტი დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში და მთელს შემაერთებელ მაგისტრალზეა უზრუნველყოფილი.

მომხმარებლები დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას.
4K ხარისხის სრული ფილმის მხოლოდ 2 წუთში გადმოწერა, FHD ხარისხის ფილმის კი - რამდენიმე წამში მხოლოდ ზემაღალი სიჩქარის ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი, რაც ცოტა ხნის წინ სილქნეტმა პირველმა დანერგა ჯეოსელის ქსელში და სატესტოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში კომერციულად გაუშვა. ახლო მომავალში, მთელ თბილისს, ხოლო შემდგომ კი ქვეყნის მთავარ ქალაქებსაც დაფარავს ამ ტექნოლოგიით, რომელსაც გიგაბიტ ელტეი, მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე კი 4.9 G შეიძლება ვუწოდოთ. მისი მეშვეობით მაღალი გარჩევადობის მქონე მოკლე YouTube ან Facebook ვიდეოს ატვირთვა და გაზიარება მომხმარებელს უსწრაფესად შეუძლია.
ასე რომ, ინტერნეტ პაკეტების მრავალფეროვანი შემოთავაზებით, ჯეოსელის აბონენტებს, ყველგან შეუფერხებლად შეუძლიათ ისარგებლონ. სილქნეტი ჯეოსელის ინტერნეტ პაკეტებს სხვადასხვა მიმზიდველი პირობით სთავაზობს მომხმარებელს.
კომპანიამ მობილურ ქსელში ზაფხულის აქციების სერია „სილქფესტი“ წამოიწყო, რომელიც უფრო მეტ სასაუბრო დროს და ინტერნეტ მოცულობას ჩუქნის მომხმარებელს, ვიდრე სტანდარტული პაკეტი.
ამჟამად მიმდინარეობს აქცია, რომელიც ჯეოსელის აბონენტებს აძლევთ საშუალებას 3 თვის განმავლობაში გაიაქტიურონ პაკეტი „მეტი უსასრულო +“ 30%-იანი ფასდაკლებით და დამატებით მიიღონ 2GB ინტერნეტი.
ასევე, ძალაშია აქცია, რომელიც My Silknet-ის აპლიკაციიდან მომხმარებლებს სთავაზობს 5 GB ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებას 5 ლარად.
გაატარეთ ზაფხული სილქნეტთან ერთად და აირჩიეთ თქვენზე მორგებული შეთავაზება:
ინტერნეტ პაკეტები აპლიკაციისთვის
დღიური და 30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები