"რუსთავი2"-ის დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას პასუხობენ.
ისინი ტელევიზიის წილის 40 პროცენტზე უარს საჯაროდ ამბობენ და სამართლებრივ დავას აგრძელებენ.
დვალის თქმით, ის და ჯარჯი აქიმიძე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას იწყებენ და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად საზოგადოებას უკვე კონსულტაციების შემდეგ მიაწვდიან ინფორმაციას.
დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ხალვაშს მისი მოსაზრებების გასცნობად შეხვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ვაჭრობას არ აპირებენ.
მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაში გახდა, მან რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს დვალსა და ხალვაშს წილის 40% შესთავაზა.
შეგახსენებთ, 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. იმავე დღეს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა და მის ადგილზე საქმის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.