მაშინ, როცა ბავშვები 1 სექტემბერს ზეიმობენ და სკოლაში წასასვლელად ემზადებიან, ბესლანში 15 წლის წინ დაღუპულ ბავშვებს გლოვობენ.
სოციალურ ქსელში ბესლანელი ფელიქს ტოტიევის ფოტო გავრცელდა, რომელიც 1-ელ სექტემბერს, 2004 წელს ბესლანის ტრაგედიის შედეგად დაღუპული ექვსი შვილიშვილის საფლავს ესტუმრა.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში, სკოლაში მომხდარი ტრაგედიდან დღეს ცამეტი წელი გავიდა.
ისლამისტი ბოევიკების მიერ სკოლაზე მომხდარ თავდასხმას 340 მძევალი, მათ შორის 186 ბავშვი ემსხვერპლა.
ტრაგედია, 2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის #1 საშუალო სკოლის ეზოში, ბავშვების საზეიმო შეკრების დროს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდა.
შეიარაღებულმა პირებმა სკოლის ეზოსთან ცეცხლი გახსნეს. დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაქცევა მოასწრო. ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და სკოლის შენობაში შეიყვანეს.
ტერაქტის შედეგად ბოევიკებმა 1200 ადამიანი დაატყვევეს. სამართალდამცველთა შტურმის შედეგად 340 ადამიანი დაიღუპა, ბოევიკთაგან ცოცხლად მხოლოდ ერთის - ნურპაშ კულაევის დაკავება მოხერხდა. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების რამდენიმე მშობელმა გასულ წელს საპროტესტო აქცია გამართა. მათ მაისურებზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებიანი მაისურები ეცვა. ისინი ტრაგედიის გამოძიებას ითხოვდნენ და სკოლის შტურმში მონაწილე სამართალდამცველებს მძევლების დახოცვაში სდებდნენ ბრალს. მშობლები სამართალდამცავებმა დააკავეს.