გიდასტურებთ, რომ დღეს გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე იყო საუბარი - შედგა საკმაოდ საინტერესო დისკუსია და კონსულტაციები კიდევ გრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
ამასთან, ოხანაშვილის თქმით, მედია უფრო მეტ ინფორმაციას ეტაპობრივად გაიგებს.
"ხვალ გეცოდინებათ უფრო მეტი, ზეგ უფრო მეტი და ასე შემდეგ. კონსულტაციები გრძელდება. დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ასეთია შეთანხმება", - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.