ბულგარეთიდან უკრაინაში ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ექსტრადირება განხორციელდა.
გიორგი კილაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გეგა ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდია“. მისი ე.წ. „კურთხევა“ 2013 წელს, 21 წლის ასაკში მოხდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინას მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. „გეგა ოზურგეთსკი“ რამდენიმე დღის წინ ბულგარეთში დააპატიმრეს და უკრაინული მხარის მოთხოვნით კიევში გაამგზავრეს. მას ხელბორკილები ბორისპოლის აეროპორტში დაადეს.
და აი რას წერს უკრაინის კრიმინალური პოლიციის უფროსი ვიაჩესლავ აბროსკინი ქართველ კრიმინალურ „ავტორიტეტზე“.
„ბულგარეთის რესპუბლიკიდან ბორისპოლის აეროპორტში ექსტრადირებული ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „გეგა ოზურგეთსკი“ ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ის 2017 წლიდან გახლდათ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მკვლელობის მცდელობისთვის.
სხვათაშორის, ამჟამად„კანონიერი ქურდის“ სტატუსის მქონე ეს ძალიან ახალგაზრდა ბატონი ერთადერთია უკრაინაში გისოსებს მიღმა. მალე გამოვა შემდეგი”.
პრაიმტაიმი.