დღეს თქვენი გადარჩენის რგოლი არის “ნაციონალური მოძრაობა“ - თუკი თქვენ “ნაციონალურ მოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით, - ამ სიტყვებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და “ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.
მან მმართველი გუნდის მისამართით ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება“ წარსულია, რადგან ორივე ძალა არის ავტორიტარული სისტემა. ამის შემდეგ კი, გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.
“ნაციონალური მოძრაობა“ თავში გიზით, როდესაც საუბრობთ თეთრაძის პროკურორის მხარდაჭერაზე. ბატონო გიორგი, იცით, რამდენი ადამიანის სისხლის დაიღვარა იმისათვის, რომ დღეს არ მოესმინა 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარი “ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრისაგან სიტყვები, რომ “მინდა ეს სისტემა უკან დავაბრუნო“ - ეს არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! როდესაც ეროვნულ ფასეულობებზე საუბრობთ, ეროვნული ფასეულობა მურუსიძე, ჩინჩალაძე და თეთრაძის პროკურორი არ არის. თქვენ ამ ქვეყანაში კორუფციას ვერ დაამარცხებთ, რადგან იმისათვის, რომ ლოიალობა იყიდოთ, კორუფცია გჭირდებათ. დღეს რომ დემოკრატიის პრინციპებს გადაუხვიეთ და საშუალებას აძლევთ ერთმა ხელმა მართოს სასამართლო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამას კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა ჰქვია“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა გახარიას მისამართით.
მან გახარიას ასევე შეახსენა, რომ ის გუნდში მარიხუანას ლეგალიზაციის აქტიური მხარდამჭერი იყო, “რაც ავტორიტარიზმის ფული უნდა ყოფილიყო“.