ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმიანება 16 წლის ბიჭის გარდაცვალებას, რომელიც რაჭიდან, რეანიმობილის გაუმართაობის გამო დაგვიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალებით დასრულდა.
“მსხვერპლის გარეშე უმარტივესი პრობლემების გადაწყვეტაც არ ხერხდება ამ ქვეყანაში. ამ ბავშვის გარდაცვალება გახდა მიზეზი სამი რეგიონისთვის ერთი საწყალი რეანომობილის გამოყოფის. ჩვენ კი გვიკვირს, რომ ფსიქიკა აღარ გვივარგა, ქვეყანაში, სადაც არანაირი დაცულობის შეგრძნება არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არც სამედიცინო, არც მატერიალური, არც სამართლებრივი და არც სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების განცდა და რწმენა. მხოლოდ შიში და სასოწარკვეთა. ჩვენ მართლაც ბედის ანაბარა ვცხოვრობთ და მერე უკვირს ზოგს, რატომ ჰყავს ეკლესიას ამდენი უკრიტიკო, თვალებდაბრმავებული მრევლი. როგორც ჩანს, მიზანია, არაფერი დაუტოვო ადამიანებს, არანაირი მოქმედების უნარი, ლოცვის გარდა.” – წერს ნათია ფანჯიკიძე.