მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ეს იყო ფაქტობრივად ომის გამოცხადება დემოკრატიული პროცესისთვის და ქართველი ხალხისთვის”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ” მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ეს იყო ფაქტობრივად ომის გამოცხადება დემოკრატიული პროცესისთვის და ქართველი ხალხისთვის.
ივანიშვილის ამოცანა დღეს არის, რომ გაანეიტრალოს ყველა პოლიტიკური ოპონენტი. დასრულებით პრემიერი დაემუქრა არა ოპოზიციის ლიდერებს, არამედ ფაქტობრივად 800 ათას ამომრჩეველს, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ფაქტობრივად მხარი დაუჭირა „ნაციონალურ მოძრაობას“”,-განაცხადა სამადაშვილმა.