მათიუ ბრაიზას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე. პროკურატურას მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება. სასტუმრო „რუმსიდან“ ამოიღონ კადრები, - ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
ინაშვილის განცხადებით, უნდა დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება „რუმსში“ მომხდარი ფაქტის გამო.
„მათიუ ბრაიზას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე. მიხეილ სააკაშვილის გათეთრების კუთხით.
პროკურატურას მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება. სასტუმრო „რუმსიდან“ ამოიღონ კადრები დაიკითხონ ყველა მოწმე, მათ შორის თარჯიმანიც, რომელიც არასწორადაც თარგმნიდა. მეთიუ ბრაიზას ვეუბნები მათ ქვეყანაში კი არ დამიჭერდენე არამედ თავისუფლად მომცემდნენ შესაძლებლობას თავისუფლად გამომეთქვა აზრი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა