"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური მოძრაობის "ლელოს" შექმნას აფასებს.
უგულავას თქმით, არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია შეიქმნება.
"იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ქვეყანა პირველად ვატარებთ, პროპორციულ არჩევნებს და მითუმეტეს, როდესაც ნულოვანი ბარიერია და ვვარაუდობ, რომ კიდევ რამდენიმე პარტია წარმოიქმნება. აი ამ მრავალფეროვნებით უნდა მოვიდეთ და ამას სჭირდება ერთ საკითხში ერთიანობა. ერთიანობა არის არჩევნების მეორე დღეს შეუქმნის თუ არა ივანიშვილს მთავრობას, თუ არ შეუქმნის ეს ყველაფერი გაგვაძლიერებს ხოლო, რომელიც შეუქმნის ჩემთვის და ევროპული საქართველოსთვისაც არის წითელ ხაზზს მიღმა" - აღნიშნა უგულავამ.