ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემა “პირველებში”.
“როდესაც ადამიანი იგებს ტენდერს ძალიან კონკრეტული პირობებით და სხვა ადამიანები ვერა, იმიტომ, რომ ეს პირობები მათთვის მიუღებელია და კაცი ამბობს, რომ მე მოვიგე იმიტომ, რომ ვიცოდი რომ ეს შეუსრულებადი იყო, მაგრამ მერე მქონდა ცვლილებების იმედი და ამის შემდეგ იწყებ ომს სახელმწიფოსთან, რომ შემიცვალეთ პირობები. სახელმწიფო მოგყვება, მაგრამ მერე სადრაც მთავრდება. ბოდიში, მაგრამ ვეღარ გამოგყვები. ამის შემდეგ კი ის იწყებს გაცხადებულ, ღია ომს – ცილისწამებას, დაშანტაჟებას, სხვას ვერაფერს დავარქმევ”, – განაცხადა სუბარმა.
კითხვაზე, მანაც ახსენა ომი და ხაზარაძემ დაიწყო ომი? – პასუხობს:
“დიახ, მან დაიწყო ცილისწამებლური კამპანია”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.