ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის 81 კგ წონითი კატეგორიიის ფინალში ერთმანეთს ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი შეხვდნენ. ოქროს დროის მე-14 წამზე აღებულმა ვაზარმა ევროპის ჩემპიონობა და ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილს მოუტანა. ვლადიმერ ახალკაცი ვიცე ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა 3 ოქრო – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ), ტატო გრიგალაშვილი, 1 ვერცხლი – ვლადიმერ ახალკაცი და 1 ბრინჯაო – მარიამ ჭანტურია.