დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დაფუნძნებას და ასევე, მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
„სერიიდან: აბა, შეხედეთ:
ცოტა შევრცხვით...- აცხადებს ბ- ნი ხაზარაძე ივანიშვილის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი უკან რომ გამოიტანა (ცოტა შერცხვენილა)
შინაგანი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ გავაკეთე...- აცხადებს ბ- ნი ხაზარაძე ივანიშვილის მოთხოვნით მის რჩეულ პრეზიდენტობის კანდიდატს რომ დაუჭირა მხარი (ცოტაზე მეტი აქაც შერცხვებოდა)
ჩემი ნებით არა, მაგრამ გავაკეთე...- ამასაც იტყვის ახლო მომავალში ბ- ნი ხაზარაძე, როცა ივანიშვილის მოთხოვნით, ბანკიდან 4 მლნ ნაღდი კუპიურის გატანის ბრძანება გასცა კანონდარღვევის მიუხედავად ბორჯომიდან უსწრაფესად გამოჩქარებულმა (ხელშეკრულება პოლიტიკურ განცხადებებს უკრძალავდა მხოლოდ, უკანონო ქმედებებზე როგორც ჩანს, არაფერი ეწერა).
ცოტა აქაც შერცხვებოდა, აბა, ისე როგორ?!..
ასე ცოტ-ცოტაობა სირცხვილებით მივიდა „ლელო“-ს გახსნამდე.
სირცხვილების ლელობურთი აქ დაამიწა თუ დაამიწა!..
ამას ჩვენ კი ვხედავთ, მაგრამ თვითონ, ეეეე, როდის მიხვდება“.
შეგახსენებთ: ე.წ. ომეგას საქმეში, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გახმაურდა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ მამუკა ხაზარაძეა, ანუ საქმე ეხება თი ბი სი ბანკიდან 4 მილიონის არასამუშაო საათებში გატანას.