სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო არტისტი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილისა და არა ერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. მსახიობი რომელმაც მშობლიური თეატრის სცენაზე 224 გმირი განასახიერა. 2010 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მსახიობს ქუთაისში ვარსკვლავი გაუხსნეს. კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ასევე გადაეცა სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმის” წოდება.