ბაჩო ოდიშარია- POSTV: ქართულისაზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო,ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“
" ქართული საზოგადოება შეესწრო შემოდგომის სეზონის მთავარპოლოლიტიკურ კურიოზს, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, რომელიც სულ მალე გარდაიქმნებაპარტიად, სახელწოდებით ლელო. მისმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაცია ანაკლიისპლაჟზე, ლურჯი ზღვის და ყვითელი დაფის ფონზე გამართა.
პირველი რაც უნდა აღინიშნოს ისაა,რომ კრეატიულმა კომპანიამ, რომელმაც დაუგეგმა ეს ღონისძიება, ან დატროლა, ან ნუ უბრალოდმართლა ეს ჩათვალეს სწორ საიმიჯო პოზიციონირებად. ვიზუალური დათვალიერებით ვხედავთსააკაშვილის კალკს, ისევ ანაკლია, ტალღების ფონზე წარმოთქმული ლექსები ქარიზმის სრულიდეფიციტით, საუბარი მესიანიზმის დასრულებაზე და ამავდროულად საქართველოს გადამრჩენელითორმეტი მოწაფის აყვანის განაცხადი,- ამის შესახებინტერნეტტელეივიზია POSTV-ისანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია საუბრობს. მისი თქმით, იმისათვის, რომ გქონდეს ხალხის შველაზეპრეტენზია, მინიმუმ შენი ცხოვრების განმავლობაში, ხალხის სამსახურში უნდა იდგე და არაღარიბებდე მათ სხვადასხვა საშუალებით. ქართული საზოგადოება შეესწრო შემოდგომის სეზონის მთავარპოლოლიტიკურ კურიოზს, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, რომელიც სულ მალე გარდაიქმნებაპარტიად, სახელწოდებით ლელო. მისმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაცია ანაკლიისპლაჟზე, ლურჯი ზღვის და ყვითელი დაფის ფონზე გამართა. პირველი რაც უნდა აღინიშნოს ისაა,რომ კრეატიულმა კომპანიამ, რომელმაც დაუგეგმა ეს ღონისძიება, ან დატროლა, ან ნუ უბრალოდმართლა ეს ჩათვალეს სწორ საიმიჯო პოზიციონირებად. ვიზუალური დათვალიერებით ვხედავთსააკაშვილის კალკს, ისევ ანაკლია, ტალღების ფონზე წარმოთქმული ლექსები ქარიზმის სრულიდეფიციტით, საუბარი მესიანიზმის დასრულებაზე და ამავდროულად საქართველოს გადამრჩენელითორმეტი მოწაფის აყვანის განაცხადი, საკუთარ სათქმელსა და წარმოებულ სიმლოზიმში სრულიაღრევა და ვაკხანალია. იდეალური კომედიური სცენარია, ავთო ვარსიმაშვილმა რომ უნდა გადაიღოსისეთი. პარტიის შექმნის და ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბანკირის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზად,სახელდება დიადი მისია, საქართველოს გადარჩენა. როგორც ჩანს, საქართველო არ საჭიროებდაგადარჩენას შევარდნაძის პერიოდში, საქართველო არ ყოფილა გადარჩენის ღირსი სააკაშვილისმმართველობის დროს, როდესაც ბიზნესი სრულად იყო შეზრდილი სახელმწიფოში, მიმდინარეობდამუდმივი რეკეტი და ფულის გამოძალვა, ვიწროვდებოდა არამხოლოდ მსხილი, არამედ მცირე ბიზნესიც,სხვა დანარჩენ სიკეთეებს აღარ ჩამოვთვლი, რადგან წესით რეპრესიის ეს ხაზი უნდა მიეღოყველაზე მტკივნეულად ბატონ მამუკას, როგორც მისი საქმიანობის სფეროზე განხორციელებულისახელმწიფო კრიმინალის ფაქტები, თუ თავად რაიმე პრივილეგირებულ პოზიციაში არ იმყოფებოდა,სწორედ აქ იყო იდეალური მომენტი, რომ ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლაში ლელობურთითგაჭრილიყო ველა+დ, თუმცა, ასე არ მოხდა“,- ამბობს ბაჩო ოდიშარია. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა მამუკა ხაზარაძესხალხისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაიქიდან დაწყებულიყო, რომ ეფექტური 49 პროცენტიანი სესხები საზოგადოების დაბალ ფენაზეგათვლილი საპროცენტო განაკვეთით შეცვლილიყო ,,შემდეგ მოვიდა ქართული ოცნება, გამოიცვალა ერთი პრემიერი,მეორე, მესამე, მესამე ანუ კვირიკაშვილი, აღმოჩნდა ახლო მეგობარი, რომელიც როგორც ჩანსსაკმაოდ კომფორტული პრემიერი იყო მისთვის, რადგან მისი მმართველობის წლებში რატომღაცჯერ კიდევ ვერ ამჩნევდა ჰორიზონტზე ქვეყნისდაღუპვის პერსპექტივებს. თუმცა, მხსნელის როლში შესვლა გადაწყდა მას შემდეგ, რაც კონკრეტულადმის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ფულის გათეთრების თაობაზე და შეექმნა პირადი დისკომფორტი.ყველა ლოგიკური ტრანზაქციის მიხედვით, გამოდის, რომ მხსნელად ბატონი მამუკა ცდილობსსაკუთარ თავს მოევლინოს, მიიღოს სადეპუტატო იმუნიტეტი და თუ მის წინააღმდეგ აღძრულსაქმეში გამოძიება მას გაამტყუნებს, პოლიტიკური დევნილის იდენტობა მოირგოს. ანუ გამოდის,დღემდე, უახლესი ისტორიის მანძილზე, აქამდე არცერთ პერიოდში, ხალხი არ საჭიროებდა შველას,ესსაჭიროება გაჩნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც თიბისი ბანკის დამფუძნებლების შესაძლო კანონდარღვევებითსაგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდნენ. საჭიროა აქვე აღინიშნოს ერთი დეტალი, იმისათვის,რომ გქონდეს ხალხის შველაზე პრეტენზია, მინიმუმ შენი ცხოვრების განმავლობაში, ხალხისსამსახურში უნდა იდგე და არ აღარიბებდე მათ სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად, კრედიტებზეუდიდესი პროცენტული ნამატით, რომლის მსგავსიც ევროპაში არ მოიძებნება თუ ბანკის საქმიანობით,რომელიც მრავალ არაპროფილურ აქტივობას ეწევა,როდესაც წესითა და რიგით, ამის უფლება არ უნდა ქონდეს.ამ ყველაფრის პარალელურად, მოძრაობისდაარსების პირველივე დღეს, მესიჯბოქსები სრულად არეული აქვთ პარტიის წარმომადგენლებს,იქით ბადრი ჯაფარიძე ამბობს რომ ხალხის დაყოფა ბნელებად და არაბნელებად არ შეიძლებადა დიალოგის რეჟიმზე უნდა ვიყოთ ყველასთანო, აქეთ ლელოს წევრი ვინმე ხათუნა დოლენჯაშვილიამბობს რომ ნათელი და თავისუფალი ადამიანები, ინტელექტუალური ელიტა ვიკრიბებით და ვიბრძოლებთიმისთვის, რომ წიგნის დაწერა კვლავ შევძლოთო, არადა თავად მოძრაობის ლიდერი ამბობს,რეგიონებში გავალთ და იქიდან ავიყვანთ ხალხსო. ანუ სპიკერებად გვევლინებიან თვითგამოცხადებულიინტელექტუალური ელიტა და ენჯეოშნიკები და ამავდროულად, მათთან ერთად წამყვან პოზიციებზე,უნდა დავიჯეროთ, რომ ვიხილავთ სოფლებში შერჩეულ რიგითი ხალხს. ცნობისთვის, ელიტიზმიდა დაბალი ფენა ერთმანეთში თავსებადი მოცემულობები არაა, რადგან მუდმივი ისტრორიულიდა სოციალური ანტაგონიზმი არსებობს ამ ორ სტრატას შორის. ისე, კარგი იქნებოდა ხალხისთვისდა ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა პირველ რიგში იქიდან დაწყებულიყო, რომ ეფექტური49 პროცენტიანი სესხები საზოგადოების დაბალ ფენაზე გათვლილი საპროცენტო განაკვეთითშეცვლილიყო, რომელიც არა მათ გაღარიბებას და ბანკის კაპიტალის უსაშველო ზრდას, არამედდაბალი ფენის მოძლიერებას და ბანკისთვის შედარებით ნაკლებ გიგანტურ მოგებას მოიტანდა.მოკლედ, არ მეგონა უახლოეს პერიოდში გირჩზე მეტად კომიკური პოლიტიკური ჯგუფის ხილვასთუ მოვახერხებდით, მაგრამ, როგორც ჩანს კრეატიული კლასის ფანტაზიის რეგრესიას საზღვრებიარ აქვს“,- აცხადებს ბაჩო ოდიშარია