ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების თავისუფლება და თვითონ ამერიკის თავისუფლებაც, ალბათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა ამერიკის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
„აქციის მთავარი მოთხოვნა არის თავისუფლება, თავისუფლება საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას. თავისუფლება ბრაიზებისგან და კრამერებისგან, თუ კრამიტებისგან. იმიტომ, რომ თავს გაუვიდათ უკვე. ბრაიზა არის უშუალო მონაწილე კოდორის ხეობის ჩაბარებაში. ბრაიზა არის უამრავი უბედურების მონაწილე საქართველოში. მათ თავს გაუვიდათ, რადგანაც ქართველის ერი ამერიკელებს პატივს სცემდა. მათ ჩაიდინეს უამრავი დანაშაული სააკაშვილთან ერთად. დღეს მათ მფარველობენ, დღეს კოჰაბიტაციაში ამყოფებენ ჩვენს ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების თავისუფლება და თვითონ აშშ-ის თავისუფლებაც, ალბათ. იმიტომ, რომ რადგან ასე თავს უკრავენ, თავისუფლებას აძლევენ ბრაიზებს, რომ შეაძულონ ამერიკელი ხალხი, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას, ხედავთ არა?!- განაცხადა ემზარ კვიციანმა.