“2020 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს იმ პარტიასთან თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს წისქვილზე დაასხალს წყალს და ბიძინა ივანიშვილისგან სარგებლის მიღებას არ დაელოდება.
“ევროპული საქართველო“ ჩამთვის სანდო არ არის. ამ პარტიისგან ზურგში დანის ჩარტყმას კიდევ ველოდები“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია “კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
- ქალბატონო თაკო, მას შემდეგ, რაც “ევროპულმა საქართველომ" და “თავისუფალმა დემოკარტებმა“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, 2020 წლის არჩევნებამდე განაცხადონ, რომ “ქართულ ოცნებასთან“ სამთავრობო კოალიციაში შესვლაზე უარი თქვან, განაცხადეთ, რომ აღნიშნული ინიციატივა “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. რატომ ფიქრობთ ასე?
-“ქართული ოცნების“ წისქვილზე ჯერჯერობით, მხოლოდ “ევროპული საქართველო“ ასხამს წყალს“, საკუთარი არაკორექტული განცხადებებით. ვერ გავიგე, ამ პარტიას ქალბატონი ჩერგოლეიშვილი მართავს თუ გიგა ბოკერია?! მე გაერთიანების მომხრე რომ ვარ, ზუსტად იმიტომ აღმოვჩნდი გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელმაც ძალიან დიდი გამარჯვება მოუტანა ხალხს.
მემორანდუმი, რომელიც “ევროპულმა საქართველომ“ “ნაცმოძრაობასთან“ დადო, დაარღვია. “ევროპული საქართველო“ მემორანდუმებს გვთავაზობს, ხელს აწერს და მერე თავადვე არღვევს. მემორანდუმისა და გაერთიანების წინააღმდეგი არ არის თაკო ჩარკვიანი.
“ევროპული საქართველოს“ გუნდის იმ ნაწილმა, რომელიც მუდმივად არღვევს მემორანდუმებს, თავის განაყოფს“ ნაცმოძაობას“ უღალატა თავის დროზე. რატომ უნდა ვენდოთ ამ პარტიას კიდევ ერთხელ?! ბრიფინგზე რა წამოცდა სერგი კაპანაძეს იცით?! - გავერთიანდეთ “ევროპული საქართველოს“ გარშემოო. ეს არის მათი ინეტრესი. გაერთიანებული ოპოზიცია უკვე არსებობს და ვის გარშემო უნდა გავერთიანდეთ?!
- გამოდის, აღნიშნულ ინიციატივას მხარს იმიტომ არ უჭერთ, რომ “ევროპულმა საქართველომ“ დაადეკლარირა?
- რა თქმა უნდა, იმიტომ რომ “ევროპული საქართველო“ ჩემთვის სანდო არ არის. საქართველო რომ გაერთიანებულიყო, ძალიან დიდ ტალახში გავიარეთ რამდენიმე ადამინმა, რომელთან ერთადაც გაერთიანებულ ოპოზიციაში არღმოვჩნდი. ჩემთვის გარკვეული სისულელეები სერგი კაპანაძეს არ უნდა ეკადრებინა, საერთოდ როგორ მიბედავს?! “ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი პარტია დაშალა და "ნაცმოძრაობის“ ხმებით შევიდა პარლამენტში. “ევროულ საქართველოს“ ვინ უნდა ენდოს, საკუთარ პარტიას რა გაუკეთეს?!
-“ევროპული საქართველოს“ წევრთა ნაწილს “ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში სდებთ ბრალს. კონკრეტულად ვის გულისმხობთ და რა მიზეზის გამო ფიქრობთ ასე?
- მე ვაკვირდები მათ განცხადებებს. ნახეთ ოთარ კახიძის განცხადება. ნახეთ სერგი კაპანაძის განცხადება რომ თქვა, ჩვენს გაერშემო გაერიანდითო. მიხვდით რაშია საქმე?! მათი განცხადებები მუდმივად სინქრობში მოდის ბიძინა ივანიშვილის ინეტერსებთან, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თანამშრომლობ “ქართულ ოცნებასთან“.
- დაუდასტურებელი ინფორმაციით, “ევროპული საქართველოს“ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის, ელენო ხოშტარია და გიგი უგულავა დატოვებს. მიესალმებით ასეთ გადაწყვეტილებას?
- პირდაპირ გეტყვით, ძალიან გამიხარდება. ეს იქნება განცხადი იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები “ევროპული საქართველოს“ პოზიციებს გაემიჯენებიან. ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ.
- 2020 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებული ოპოზიცია “ევროპულ საქართველოსთან“ ითანამშრობლებს?
-2020 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს იმ პარტიასთან თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს წისქვილზე დაასხამს წყალს და ბიძინა ივანიშვილისგან სარგებლის მიღებას არ დაელოდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “ევროპული საქართველო“ ჩამთვის სანდო არ არის. ამ პარტიისგან ზურგში დანის ჩარტყმას კიდევ ველოდები.
- 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაპირისპირება პარტიებს წაადგებათ?
- ოპოზიციურ პარტიებში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ოპოზიციური პარტები უკვე გავერთიანდით და საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან კარგი შედეგიც მოვიპოვეთ. სხვათაშორის, 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, ოთო კახიძე და თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციასა და ხალახს თავად დაუპირისპირდა.
ვგულისხმობ განცხადებას, რომელშიც ეს ადამიანები “ნაცმოძრაობას“ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. აი, ეს არის ბიძინას წისქვილზე წყლის დასხმა. “ევროპულ საქართველოს“ წევრთა ნაწილს დიდი ხანია ვაკვირდები, მაოცებს მათი ვერაგობა.