
ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ხობელი ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ხულოელი ლაშა გობაძე (82კგ).
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ქუთაისელი ბექა ლომთაძე (61კგ) და გორელი გენო პეტრიაშვილი (125კგ).
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, წყალტუბოელმა იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, თბილისელმა ირაკლი მწითურმა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, გიორგი მელიამ (მე-5 ადგილი 97 კგ წონაში) და იაკობ ქაჯაიამ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გენო პეტრიაშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ (მე-5 ადგილი 97კგ წონაში) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი მე-5 ადგილი