პირველი ნახევრის შემდეგ ბორჯღალოსნები უელსთან მარცხდებიან – 0:29
იაპონიის ქალაქ კუმიგაიამაში, რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშებაზე, დღეს საქართველო ნაკრები უელსს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისი უელსელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე მეოცე წუთისთვის ისინი 22:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა
მოახერხეს თავის უკე დაცვა და ტაიმის მიწურულამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, ტაიმის მიწურულს კი უელსელებმა მეოთხე ლელო დადეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში შალვა მამუკაშვილმა 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მიერ გატანილი ლელოების ანგარიში გახსნა, თედო აბჟანდაძემ კი პირველი ზუსტი გარდასახვა შეასრულა.
64 წუთზე უელსელებმა მე-5 ლელო დადეს, შემდეგ კი დენ ბიგარმა გარდასახვა შეასრულა ზუსტად.
საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა სამი წუთის შემდეგ მეორე, ბონუს ლელოს დადება შეძლეს და თედო აბჟანდაძემ ლევან ჩილაჩავას ლელო კვლავ ზუსტად გარდასახა.
75-ე წუთზე უელსელებმა მე-6 ლელო დადეს,გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 43:14
2′ – ჯონათან დევისი, ლელო – 5:0
6′ – დენ ბიგარი, ჯარიმა – 8:0
12′ – ჯასტინ ტიპურიჩი, ლელო – 13:0
13′ – დენ ბიგარი, გარდასახვა – 15:0
18′ – ჯოშ ადამსი, ლელო – 20:0
19′ – დენ ბიგარი, გარდასახვა – 22:0
39′ – ლიამ უილიამსი, ლელო – 27:0
40′ – დენ ბიგარი, გარდასახვა – 29:0
42′ – შალვა მამუკაშვილი, ლელო – 29:5
43′ – თედო აბჟანდაძე, გარდასახვა – 29:7
64′ – ტომოს უილიამსი, ლელო – 34:7
65′ – დენ ბიგარი, გარდასახვა – 36:7
68′ – ლევან ჩილაჩავა, ლელო – 36:12
69′ – თედო აბჟანდაძე გარდასახვა – 36:14
75′ – ჯორჯ ნორტი, ლელო – 41:14
76′ – ლი ჰალფენი, გარდასახვა – 43:14